image

თემა: მოწყალება

642. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ორი ნივთი მაქვს: ერთი უკეთესი, ხოლო მეორე უდარესი, მაგალითად, ღვინო ან პური; აზრი მეუბნება, უკეთესი გლახაკებს მივცე, მაგრამ საგონებელში ვვარდები, მოვიქცე ასე თუ არა? ანუ მივცე თუ არა მათ უმჯობესი, ხოლო უდარესი ჩემთვის დავიტოვო? ასევე, როდესაც ჩემთან მამები მოდიან, ვფიქრობ, რომ ისინი გლახაკებზე უპირატესებად მივიჩნიო და, რამდენადაც ძალმიძს, შევიწყნარო ისინი. სწორად ვფიქრობ თუ არა?
რაც შეეხება გლახაკებს, გეტყვი: ჩვენ თუ იმ საზომისათვის არ მიგვიღწევია, რომ ყველანი თანასწორად მივიჩნიოთ და მოყვასი საკუთარი თავივით შევიყვაროთ, მაშინ იცნობ რა საკუთარ უძლურებას, იმდენი გააკეთე, რამდენსაც შესძლებ და მიეცი მათ ის, რაც ნაკლებად ღირებულია. რაც შეეხება მომსვლელ მამებს, ისინი, რადგან ღვთის მონები არიან, უპირატესებად უნდა ჩათვალო, როგორც ეს წერილშია ნათქვამი: „მისცემდით უკუე ყოველთა, თანანადებსა პატივსა პატივი“ (რომ. 13, 7); რამეთუ ღმერთმა უპირატესობა მათ მიანიჭა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები