თემა: დიდებისმოყვარეობა,  სიმდაბლე


უფლისგან კურთხეული მორჩილება.

ერთი ბერი სენაკიდან არ გამოდიოდა, მაგრამ მისი სახელი ყველგან ცნობილი და მოკრძალებით პატივსაცემი იყო. ერთხელ სულიწმიდამ მას აუწყა:
    -ერთი მართალი მამის სხეული და სული ერთმანეთისგან გაყრის პირასაა; წადი და სანამ გარდაიცვლებოდეს, განკურნე.
    ბერი დაფიქრდა.
    -თუ დღისით გავალ, ხალხი მოგროვდება; შესაძლოა, განდიდებაც დამიწყონ, ეს კი ჩემი გულისთვის მძიმე იქნება; მაშ ასე, გვიან საღამოს, ყველასგან ჩუმად წავალ.
    როდესაც შებინდდა, ღვთის კაცი სენაკიდან გამოვიდა... მაგრამ უეცრად მის წინ უფლის ორი ანგელოზი გამოცხადდა ლამპრებით, რათა მისთვის გზა გაენათებინათ. მართალი მოსაგრის დიდების სანახავად მთელი ქალაქი გამოვიდა. ამრიგად, რამდენადაც ის დიდებას გაურბოდა, იმდენად დიდება კვალში მისდევდა და აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები: "რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს" (ლუკა 14, 11)
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები