თემა: ეშმაკი,  სიმდაბლე

ერთხელ მამა მაკარი ტბიდან თავის სენაკში ბრუნდებოდა. მას პალმის ტოტები მიჰქონდა და გზად ცელით ხელში ეშმაკი შეხვდა. დემონმა მოინდომა მაკარისთვის დაერტყა, მაგრამ ვერ შეძლო და უთხრა:
    -ძალა შენია, მაგარი, მე უძლური ვარ შენ წინაშე; რასაც შენ აკეთებ, იმას ვაკეთებ მეც: შენ მარხულობ, მე საერთოდ არ ვჭამ. შენ ფხიზლობ, მე საერთოდ არ მძინავს; მხოლოდ ერთი რამით მამარცხებ.
    -რით? - ჰკითხა მაკარიმ.
    -სიმდაბლით, - უპასუხა ეშმაკმა, - აი, რატომ ვარ უძლური შენს წინაშე.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები