თემა: თავგანწირვა,  მოწყალება

წმიდა პავლინი, ნოლანის ეპისკოპოსი, ისეთი მოწყალე იყო, რომ მთელი თავისი ქონება ღატაკ თანამემამულეებს დაურიგა, რათა ვანდალებისგან ტყვეები გამოესყიდა. ბოლოს, როდესაც მართალ მამას მხოლოდ ფული კი არა, გასაყიდი სამოსიც აღარ დარჩა, მასთან საბრალო ქვრივი მივიდა და ერთადერთი ვაჟიშვილის გამოსყიდვა სთხოვა. პავლინმა მთელ სახლში ეძება, კიდევხომ არაფერი ჰქონდა შემორჩენილი, მაგრამ ვერაფერი იპოვა და მტირალ დედას უთხრა:
    -საკუთარი თავის გარდა არაფერი მაბადია; ამიტომ წამოგყვები, როგორც მონა და შენს შვილში გამცვალე...
    საბრალო ქვრივმა იფიქრა, რომ წმიდა მამა დასცინოდა და სახლში წასვლა დააპირა; მაგრამ წმიდა პავლინმა შეაჩერა იგი, თავისი სიტყვების სიმართლეში დაარწმუნა და დაითანხმა, ეპისკოპოსი თავის შვილში გაეცვალა.
    ჩვეულებრივი ადამიანები გაოცდებიან და ამ წმიდა ადამიანის საქციელს უგუნურებად ჩათვლიან. იტყვიან, რომ თუკიამჯერად პავლინს ერთი ახალგაზრდის გამოსყიდვა არ შეეძლო, სხვა დროს რამდენიმე ადამიანის მონობიდან გამოსყიდვას შეძლებდა. მაგრამ დაე, ამ ადამიანებმა გაიხსენონ მაცხოვრის სიტყვები: "უფროისი ამისა სიყუარული არავის აქუს, რაითასული თვისიდადვას მეგობართა თვსთათვის" (იოანე 15,13). უფრო მეტიც,დაე, დაინახონ, რამდენად მაცხოვნებელი იყო გადამწყვეტი საქციელის შედეგი.
    წმინდა პავლინი და ქვრივი ვანდალებისკენ გაემართნენ. როდესაც დანიშნულების ადგილს მიაღწიეს, ქვრივი ვანდალების თავადს, მეფე რიქსის სიძეს ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა, თავისი შვილის სანაცვლოდ მონა მიეღო. გულსასტიკი ბატონი დიდხანს არ თანხმდებოდა, დიდი ხნის განმავლობაშიპატივს არ მიაგებდა დედის ცრემლებს; მაგრამ როდესაც შეიტყო, რომ პავლინი გამოცდილი მებაღე იყო, ბერი ყმაწვილის ნაცვლად დაიტოვა.
    ქვრივი ვაჟიშვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. ღირსმა მამამ კი თავისი ბატონის ბაღში დაიწყო მუშაობა და ბრძანება მიიღო, ყოველდღიურად მის სუფრაზე სხვადასხვაგვარი მცენარეულობა და ბოსტნეული მიეტანა. დიდებულს ძალზე უყვარდა ბაღი,ხშირად მიდიოდა პავლინთან და გარკვეული დროის განმავლობასი ესაუბრებოდა; იგი ჩასწვდა მის გონიერებასა და სიბრძნეს და იმდენად შეუყვარდა, რომ ყოველდღიურად სურდა მისი ნახვა.
    ერთხელ, ბატონთან სასხვათაშორისო საუბარში წმინდა პავლინმა საიდუმლოდ უთხრა:
    -სულ მალე შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება;მეფე რიკსი მალე გარდაიცვლება, ამიტომ დედაქალაქიდან ნუ გახვალ, თორემ ძალაუფლებასა და სამეფო ტახტს ვინმე სხვა დაეპატრონება.
    ესოდენ მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებით გაოცებული დიდებული წმიდა მამის სიტყვებს თან იჯერებდადა თან- ვერა; მაგრამ მეფეს ის ძალზე უყვარდა;ამიტომ დაუყონებლივ წავიდა მასთან და მებაღის ნათქვამი უამბო.
    - ამ ადამიანის ნახვა მსურს,-მიუგო მეფემ,-უბრძანე,ჩემს სუფრასე მცენარეულობა და ბოსტნეული მოიტანოს.
    როგორც კი პავლინი, ბრძანებისამებრ, სამეფო პალატებში შევიდა, რიქსი ათრთოლდა... შემდეგ, გონმოსულმა, სიძე თავისთან იხმო და უთხრა:
    - მისი სიტყვები მართალია; გასულ ღამეს სიზმრად ვიხილე, თითქოს ჩემი დიდებულები თათბირობდნენ, ეს ადამიანი კი მათზე აღმატებული იყო; დიდებულები გარკვეული დროის განმავლობაში საუბრობდნენ, შემდეგ კი შეთქმულება ჩაიფიქრეს, თუ როგორ წაერთმიათ ჩემთვის ტახტი ჰკითხე, ვინ არის იგი? საიდან? არა მგონია, ეს მოხუცი უბრალო ადამიანი იყოს.
    მაშინ მეფის სიძემ წმიდა პავლინი ცალკე გაიხმო და ღმერთს აფიცებდა, რომ საკუთარ თავზე სრული სიმართლე ეთქვა. ღირსი მამა არაფრის გულისთვის არ გამოტყდებოდა, მაგრამ უფლის სახელისთვის, რომელიც მას დიდებულმა დააფიცა, სულიერი მწუხარებით გამოტყდა, რომ ეპისკოპოსი იყო.
    რიქსი და მისი სიძე შიშმა შეიპყრო.
    -შეგვინდე, ღვთის კაცო,-წამოიძახა დიდებულმა, -რომ უცოდინრობის გამო მონური შრომა განგიწესე.
    -მთხოვე, რაც გინდა,-განაგრძო მეფემ,-და შენს მიწას უდიდესი ძღვენით დაუბრუნდი.
    -მხოლოდ ერთს გთხოვ, -თავმდაბლად მიუგო წმიდა პავლინმა,-გაათავისუფლე ჩემი სამშობლოს ნებისმიერი კუთხიდან მოყვანილი ტყვეები; ეს იქნება უდიდესი ძღვენი, რისი ბოძებაც ჩემთვის შეგიძლია.
    მეფის ბრძანება ყველგან გაიგზავნა. ყველა ტყვე ერთ ადგილას მოაგროვეს და წმიდა პავლინს უბოძეს... ბოლოს ღირსი მამა პატივითა და ლოცვა-კურთხევით გაემართა თავისი სამშობლოსკენ, ამ ტყვეთა დედებსა და მამებს, ცოლებსა და შვილებს, ნათესავებსა და მეგობრებს მშვიდობა და სიხარული დაუბრუნა.
    თვით უფალი იცავს სიცოცხლესა და თავისუფლებას იმ ადამიანისა, ვინც მოყვასის სიცოცხლისა და თავისუფლების გადასარჩენად საკუთარ თავს სწირავს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები