თემა: სიმდაბლე
როგორ გახდა წმიდა ალექსანდრე კომანის ეპისკოპოსი.
წმიდა ალექსანდრე, რომელიც წარმოშობით კომანიდან იყო, ძალიან ღვთივსათნო და განათლებული ადამიანი იყო. ამ უპირატესობათა გამო მას შეეძლო, სიმდიდრე და დიდება მოეპოვებინა, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ, სიღატაკე არჩია - ნახშირს წვავდა, ყიდიდა მას და ამით თვითონვე მოიპოვებდა საარსებო პურს. მას ყოველთვის დაუბანელი სახე ჰქონდა და უხამური სამოსი ეცვა და ერთადერთ სახელს უწოდებდნენ - ალექსანდრე მენახშირე. მაგრამ უფალმა, რომელიც მდაბალთ აღამაღლებს, მასზე ასეთი სახით გამოიჩინა წყალობა.
ქალაქ კომანში ეპისკოპოსი გარდაიცვალა. ქალაქის მცხოვრებლებმა ნეოკესარიაში სასწაულმოქმედ გრიგოლთან გაგზავნეს ნდობით აღჭურვილი პირები და შეევედრნენ, რათა მათთან ჩასულიყო და მღვდელმთავრის არჩევაში დახმარებოდა. წმიდა გრიგოლმა მათი თხოვნა დაუყოვნებლად შეასრულა. საგანგებოდ ამისთვის მოწვეულ კრებაზე დაიწყეს განსჯა, თუ ვინ აერჩიათ თავიანთ მწყემსად და მასწავლებლად; ზოგიერთნი კეთილშობილთ ასახელებდნენ, მეორენი - მდიდართ, სხვანი - მჭევრმეტყველთ, სხვანი კი - ფრიად განათლებულთ, მაგრამ წმიდა გრიგოლი არ ჩქარობდა: იგი უფალს იყო მინდობილი, რომ წარმოუჩენდა ისეთ ადამიანს, ვინც მღვდელმთავრის ხარისხის ღირსი იქნებოდა. იგი კრებას შეახსენებდა, როგორ ამოირჩია უფალმა დავითი; როდესაც იესემ მოიყვანა თავისი უფროსი შვილი - ელიაბი წმიდა სამოელ წინასწარმეტყველთან, მან უფალს ჰკითხა:
-ეს არის უფლის ცხებული?
მაშინ უფალმა სამოელს უპასუხა:
-ნუ უყურებ მის გარეგნობასა და ტანის სიმაღლეს, „კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (1 მეფეთა, XVI, 6-7).
-ჩვენც, - ამბობდა წმიდა გრიგოლი, - უნდა ამოვირჩიოთ მწყემსი ამ ნიშნით და არა მისი გარეგნობით; რამეთუ გარეგნობა როდია ღირსება, არამედ ადამიანის ჭეშმარიტი დიდება მისი გულია.
წმიდა მამის ეს რჩევა ზოგიერთ მოქალაქეს არ მოეწონა. ისინი დრტვინავდნენ, ჩუმად იცინოდნენ და ამბობდნენ:
-თუ გარეგნობას არ უნდა მივაგოთ პატივი, მაშინ ეპისკოპოსად ალექსანდრე მენახშირე ავირჩიოთ.
იმ ადამიანის სახელის მოსმენაზე, რომელიც მათი აზრით, არაფერს წარმოადგენდა, ყველას გაეცინა, წმიდა გრიგოლმა კი მეყსეულად იკითხა, ვინ იყო ალექსანდრე და მისი კრებაზე მოწვევა ბრძანა. მალე იგი კრებაზე შევიდა; ყველამ მას შეხედა; კვლავ გაიცინეს: იგი ნახშირისგან კვლავ შავი იყო და დასვრილი ტანსაცმლით ეთიოპიელს ჰგავდა. ამის მიუხედავად, საყოველთაო სიცილმა როდი შეაცბუნა იგი, ყურადღება არავისთვის მიუქცევია და მღვდელმთავრის წინაშე ღირსეულად იდგა. მაშინ წმიდა გრიგოლმა სულიწმიდით საღვთო მადლი დაინახა მასში, ადგა და ცალკე გაიყვანა. იქ პირისპირ გამოჰკითხა ალექსანდრეს, თუ ვინ იყო და ღვთის სახელით სთხოვა, მისთვის სიმართლე ეთქვა. ალექსანდრეს სურდა, უცნობი დარჩენილიყო, მაგრამ ვერ გაბედა ესოდენ წმიდა მამის მოტყუება და ყოველივე გაუმხილა: თუ ვინ იყო, რატომ გამოიყურებოდა ღატაკივით. მასთან საუბრისას წმიდა გრიგოლი მიხვდა, რა დიდი განათლება ჰქონდა მას, თანაც არა მხოლოდ საერო, არამედ საღვთო წერილისაც. ბოლოს მან უბრძანა თავის მსახურებს, მის სახლში წაეყვანათ იგი, დაებანათ, წესიერად შეემოსათ და კვლავ კრების წინაშე წარედგინათ.
ამასობაში წმიდა გრიგოლი თავის ადგილას იჯდა და ღვთივსათნო საუბარში იყო გართული. უეცრად შემოიყვანეს ალექსანდრე, რომელიც ღია ფერით იყო მოსილი და სათნო სახე ჰქონდა. მისმა დანახვამ ყველა გააოცა; ღირსმა გრიგოლმა მას წმიდა წერილის გამოკითხვა დაუწყო, რომელზეც ალექსანდრე გონივრულად და დამაკმაყოფილებლად პასუხობდა. მაშინ ყველა მიხვდა, თუ რაოდენ ცდებოდნენ და შერცხვათ თავიანთი დაცინვისა და შეურაცხყოფისა, რომელიც მის წინაშე ჩაედინათ. მაშინ მათ დაინახეს, როგორ აღსრულდა უფლის სიტყვები: „კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, უფალი კი გულს ხედავს“ (1 მეფეთა, XVI, 7). ბოლოს კრებაზე მოსულმა ყველა მოქალაქემ ერთსულოვნად და სიხარულით აირჩია ალექსანდრე მენახშირე თავის მწყემსად და მასწავლებლად. და ისინი არც მოტყუვდნენ! ეს წმიდა მამა ღვთისმოშიში, მოწყალე, თავმდაბალი, დიდსულოვანი და გასაჭირში შემწე იყო