თემა: მოწყალება, შეურაცხყოფა
მთელი ალექსანდრია გაოცდება...
წმიდა იოანე მოწყალეს ძმისწული - გიორგი, ერთმა კაცმა გაანაწყენა და შეურაცხყოფა მიაყენა. იგი მივიდა თავის ბიძასთან და ცრემლიანმა უამბო მისთვის მიყენებული წყენის შესახებ. ღვთის კაცმა ნახა, რომ გიორგი ძლიერ გაბრაზებული იყო და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს თვითონაც შეძრული და განრისხებული იყო.
-როგორ გაბედა დაბალი წარმოშობის ადამიანმა, წამოიძახა მან, - პატრიარქის ძმისწულის შეურაცხყოფა! ღმერთია მოწმე, რომ სამაგიეროს გადავუხდი შეურაცხმყოფელს; მე მას ისე მოვექცევი, რომ მთელი ალექსანდრია გაოცდება.
ახალგაზრდა კაცმა ბიძის სიტყვები სიმართლედ მიიჩნია და ძალიან გაუხარდა.
მაგრამ უეცრად იოანეს ხმა შეეცვალა და სინაზით აღსავსე ხმით გამოუტანა მას განაჩენი:
-მისმინე, გიორგი! თუ გსურს, რომ ჩემი ძმისწული გერქვას, მაშინ უნდა აიტანო არა მხოლოდ წყენა, არამედ შეურაცხყოფაც; ღვთის გულისათვის ყველაფერი უნდა მიუტევო მოყვასს. თუ გსურს, რომ დიდსულოვანი იყო, მაშინ სათნოებებში ეძიე მადლი და არა სისხლში; რამეთუ წინაპრები კი არ გვაცხოვნებენ, არამედ ღვთივსათნო ცხოვრება. ცნობილი ადამიანის შვილი თუ ძმისწული, რომელსაც სათნოებანი არ გააჩნია, გაღატაკებული მდიდრის შვილს ჰგავს.
ღირსი მოსაგრის ასეთი დამოძღვრით შეძრულ გიორგის თვალზე ცრემლი მოადგა, მაგრამ ეს უწინდებურად სიბრაზისა და სანაცვლოს მიგების სურვილით როდი იყო გამოწვეული, არამედ სირცხვილითა და სინანულით.
მაგრამ იოანე ამით არ დაკმაყოფილდა. მან მოიხმო საეკლესიო მშენებელი და უბრძანა, ის მდაბიო, რომელმაც გიორგის შეურაცხყოფა მიაყენა, საეკლესიო გადასახადისგან გაეთავისუფლებინა. ასე მოექცა წმიდა მამა თავისი დაპირებისამებრ შეურაცხმყოფელს და ამით მართლაც გააოცა მთელი ალექსანდრია.
ყოველგვარი შეურაცხყოფა კეთილ საქმედ მიიჩნიე, რამეთუ იგი ამდაბლებს ამპარტავან სულს და ამით მას ღმერთთან აახლოვებს