თემა: სიმდაბლე
ღირსი თეოდოსის თავმდაბლობა.
ერთხელ ღირს თეოდოსი პეჩორელს დიდი მეფის, იზიასლავის ნახვა სურდა, რომელიც კიევიდან შორს იმყოფებოდა. ღვთის მოსაგრემ საღამომდე მოიცადა და სურდა, რომ ჩვეულებისამებრ ფეხით წასულიყო სავანეში, მაგრამ მეფემ ბრძანა, იგი ეტლით წაეყვანათ.
ახალგაზრდა გამცილებელმა უბრალოდ შემოსილი ღირსი თეოდოსი რომ დაინახა, მოწყალების მთხოვნელად ჩათვალა და შეშურდა, რომ მას ეტლში მჯდომს შეეძლო, მშვიდად დაეძინა. ბოლოს მისი გულისწყრომა იქამდე მივიდა, რომ ეტლიდან გადმოვიდა და უთხრა მას:
-შაოსანო! დროა, რომ მეც დავისვენო შენს ადგილას!
წმიდა მამა უსიტყვოდ გადმოვიდა ეტლიდან და მასში მეფის მსახური დასვა.
წმიდა თეოდოსიმ გამცილებლის ადგილი დაიკავა და ხან ცხენის გვერდით მოდიოდა, ხანაც, დაღლილი, მასზე ჯდებოდა. ასე გაგრძელდა გათენებამდე; ამასობაში ახალგაზრდას მშვიდად ეძინა...
ბოლოს თეოდოსის შემოეხვივნენ დიდებულები, რომლებიც კიევიდან იზიასლავთან მიდიოდნენ. მოსაგრის დანახვაზე ისინი ცხენიდან ჩამოდიოდნენ და თაყვანს სცემდნენ მას. მეფის მსახურს თეოდოსის ხმაზე გამოეღვიძა და გაუკვირდა, რომ ცნობილი ადამიანები ესოდენ დიდ პატივს მიაგებდნენ ბერს, რომელიც მან არად ჩააგდო და გაანაწყენა; იგი თავზარდაცემული გადმოხტა ეტლიდან... მაგრამ მისი შეშფოთება კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც მონასტერთან მოახლოებისას დაინახა, რომ მთელი საძმო გარეთ გამოვიდა მასთან შესახვედრად და მოწიწებით იღებდნენ მისგან კურთხევას.
-ვინ არის ეს ბერი? - ფიქრობდა მეფის მსახური და საკუთარ თავს დაღუპულად თვლიდა, თუკი მეფე იზიასლავი მის სითავხედეს შეიტყოდა... მაგრამ ღირსმა მამამ მალე დაამშვიდა იგი.
მან თავისი შეურაცხმყოფელი სატრაპეზოში შეიყვანა და ბრძანა, მისთვის საჭმელი და სასმელი მიერთმიათ; შემდეგ ფული აჩუქა და ალერსიანად გაისტუმრა.
აი, ჭეშმარიტი ქრისტიანული თავმდაბლობის მაგალითი! ჩვენ კი ყველგან პირველობა გვიყვარს; მხოლოდ იმას კი არ ვცდილობთ, რომ მეგობრულ შეკრებებზე პირველი ადგილი დავიკავოთ, არამედ ღვთის ტაძარშიც კი, სადაც უხილავად მყოფობს მეუფე მეუფეთა, რომლის წინაშეც თანასწორია მეფე და მონა; ჩვენ განაწყენებულნი ვრჩებით, თუკი ვინმე ჩვენზე დაბალი მდგომარეობის მქონე ჩვენზე წინ დადგება და ზოგჯერ მას გზიდანაც ვიშორებთ.