image

თემა: მოწყალება


სწავლა ჟე. თავი ლბ. შემდგომად სიკვდილისა მოწყალებისათვის.

საყვარელნო! არს უკანასკნელად აღმოფშვინადმდე მოწყალებაი ღვთისა სათნო მყოფელი, და შემდგომად სიკვდილისაცა. გარნა არა ეგრეთ, ვითარცა ცოცხალ-ყოფისა, არამედ უკეთუ ჭეშმარიტად ჰქმნე რომლითამე სახითა, მუნვე აღუწერიეს ქრისტეს, "მიეც მას ნაწილი მონაგებთაგან შენთა". უკეთუ არა გამოზარდე ცოცხალმან მშიერი, მაშა განსვლასა შენსა ჰყავ ესე. ოდეს არღარა უფალ საქონლისა შენისა ხარ, სთქვი და მიეც ქრისტესა ნაწილი რაიმე მაშინ და დახსენ ვნებანი უწყალოებისა შენისა და მით მიემთხვიო წყალობასა, ვინაითგან არა გამოზარდე იგი ცოცხალ-მყოფმან. აწ მიეც იგი ნებსით, რომელი მას მოუცემიეს შენდა, რომელი არღარა არს შენი. რამეთუ მრავალნი კაცნი მეყსა შინა მოსწყდეს, ხოლო შენ მოგანიჭა ღმერთმან განგება მონაგებისა შენისა. უკეთუ არა ჰქმენ ცხოვრებასა შენსა სარგებელი სულისა შენისათვის, აწ ჰყავ კეთილი - ჟამსა სიკვდილისა შენისასა. უკეთუ არცა აწ ჰყო, ვინ იყოს შემწე შენდა წინა-მოსაჯულისა შენისა? რამეთუ ოდეს იყავ ცხოველ, ვითარცა უკვდავსა გეპყრნეს მონაგებნი შენნი, ხოლო აწ განაგდე ბოროტი ჩვეულება, რამეთუ მოკვდავი ხარ. კვალად მნებავს თქმად: უკეთუ ისმინო შენ ეგრეთ შეპყრობილმან ძრწოლითა, ვითარმედ აღრაცხე მონათა შენთა თანა მეუფეცა შენი. რაოდენი აწ გნებავს მიცემა მონათა, მიეც ქრისტესაცა, რათა შიმშილისაგან და წყურვილისა და შიშლოებისა და საპყრობილისა განთავისუფლდე. ვინათგან არა ჰქმენ სიცოცხლესა, არა შეიკდემაა აქა აწ თქმულთაგან? ხოლო აჰა ესე განხვიდე და ფრიად უძვირესი ამისსა ისმინო მუნ და მიიღო მოუთმენელი სატანჯველი. რამეთუ გეგულების თქმად, ვითარმედ ვისსა მიმართ მივივლტოდეო და ვისსამე ვხადოდე შემწედ ჩემდა? აბრაამსა? არა ისმინოს. ანუ მამასა, გინა პაპასა, არამედ ესენი უკვე ვერ შემძლებელ არიან ხსნად ჩემდაო. გარნა უკეთუ აქამომდე იყავ ფიცხელ და უწყალო, ხოლო აწ იქმენ ლმობიერ და მოწყალე გლახაკთა მიმართ, და იგინი ევედრნენ შენთვის და მიემთხვიო ცხოვრებასა საუკუნესა მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები