image
ავტორი: ილია II

თემა: განსაცდელები

განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან განსაცდელში იწრთობა და იწმინდება ჩვენი შინაგანი სამყარო. პავლე მოციქული წერს: "ყოველნაირად გვავიწროვებენ, მაგრამ შევიწროვებულად არ ვგრძნობთ თავს, გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს, დევნილნი ვართ, მაგრამ მაინც არა მიუსაფარნი, დავრდომილნი ვართ, მაგრამ არა წარწყმედულნი. არ ვეცემით სულით, ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა (იგულისხმება წუთისოფლის განსაცდელები) უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს" (II კორ. 4,8,9,16).
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები