ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: სიყვარული მტრისადმი, სიყვარული მოყვასისადმი, ღვთის სიყვარული ადამიანისადმი, სიძულვილი, წყენა, მრისხანება
61. "ხოლო მე გეტყვი თქვენ, ამბობს უფალი, გიყვარდეთ მტერნი თქვენნი, და აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა" (მათ.5,44). რატომ მოგცა უფალმა ეს მცნება? - რათა ეხსენი სიძულვილის, წყენის, მრისხანების და ძვირადმახსენებლობისაგან და ღირს ეყავი სრულყოფილი, დიადი სიყვარულის მოპოვებისა, რომელსაც ვერ იტვირთავს ის, ვისაც თანასწორად არ უყვარს ყველა ადამიანი, მსგავსად უფლისა, ყველა ერთნაირად რომ უყვარს და "რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხონებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მისვლაი (1ტიმ. 2,4).