ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მოწყალება
ძმაო თუ გსურს, რომ გქონდეს ჭეშმარიტი, ღვთიური მოწყალება, გაისწორე და გაიმართე ბუნება შენი; განიშორე გულისა შენისაგან ყოველი სიძულილი, მრისხანება, შური და შეიძინე კაცთმოყვარება და სიყვარული ესრეთ, რომელ თვით ბუნება შენი გაიძულებდეს კაცის მოწყალებასა და შებრალებასა.