ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მოწყალება
“იყვენით თქვენ მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს” (ლუკა 6. 36). მოწყალება ზეციერისა მამისა არის უსასყიდლო და უანგარო. იგი მოწყალებასა იქმს მისთვის, რომ არის სახიერი, უყვარს ქმნილება თვისი. ეგრედვე შენც ეცადე, რომ მოწყალება შენი არა იქნეს პირმოთნეობით და ანგარიშით.