ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მოწყალება
უნდა ეცადო და ბრძნად და გონიერად აღასრულო მოწყალება. შენ გგონია, რომელ საკმაოდ აღასრულე ეს სათნოება, თუ ათასში ერთხელ მათხოვარსა აჩუქე ცოტაოდენი ფული. მოწყალება ორივე კერძოით უნდა იყოს სასარგებლო, შენთვისაც და მისთვისაც, რომელსაც აძლევ. შენთვის ესრეთ, რომელ თუ გონიერად, გულსმოდგინედ ასრულებ მას, გული გაგიკეთდება და მიეჩვევი სათნოებასა მოყვასისა შენისათვის.მაშინ, როდესაც გამოიკვლევ, რა არის მისთვის უმეტესად საჭირო და სასარგებლო და იმას უყოფ მას.