ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: განსაცდელები
„და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“. განსაცდელი ეწოდება ისრედს შემთხვევას, რომელი შთააგდებს კაცსა რომელსამე ცოდვაში. მაშასადამე, ამ სიტყვებით ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა განაშოროს ჩვენგან ყოველივე ცუდი შემთხვევა და არ შთაგვაგდოს რომელსამე ცოდვაში; ხოლო ვინაითგან ღმერთს სიტყვით ვევედრებით, საქმითაც ეცადე ამაზედ. კაცს წინადვე შეუძლიან მოიფიქროს და შეიტყოს, სად ანუ რომელ კაცთან, ანუ რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს. ვსთქვათ, რომ შენ იცნობ ერთს ვისმე კაცსა, რომელიც არის ძლიერ ცუდი ხასიათისა, მეშფოთე, ცუდს საქმეს არ ერიდება; ამისთანა კაცს უნდა მოერიდო და თუ დაუამხანაგდი მას, რასაკვრიველია შენც შეგიყვანს ცუდს საქმეში.