ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სიმდაბლე
სიმდაბლე ის არის კაცის ცხონებისათვის,რაიცა ფესვი მცენარისათვის. თუ ფესვი მრთელი და მაგარი აქვს მცენარეს, იგი არ დასჭკნება, თუ გინდ მრავალგზის მოჰკაფონ მისნი რტონი, მაინც ახალთა გამოიღებს. მზგავსადვე, თუ მტკიცე სიმდაბლე არის კაცის სულში, იგი კაცი არ წარწყმდება, თუ გინდ მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი ეწიონ მას. ვერაფერი ვერ გაუსწორდება სიმდაბლეს, იტყის იოანე ოქროპირი, იგი არის დედა, ფესვი,საფუძველი, საზრდელი და კავშირი ყოვლისა სიკეთისა; ვინც ისწავლა სიმდბლე, მხოლოდ მან ისწავლა ბაძვა იესო ქრისტესი.