ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: მოწყინება, მწუხარება
მეხუთე წყლული, მეხუთე ვნება არის მოწყინება - ნაღვლობა. მას შეიძლება ვუწოდოთ სიკვდილი სიკვდილამდე. ნაღვლობას, ჩვეულებრივ, საწუთოსა და წარმავალის ზედმეტი შეყვარება იწვევს. ადამიანი ცხოვრებაში ეძიებს იმას, რისი მიღწევაც შეუძლებელია ამქვეყნად. იგი ეძიებს ბედნიერებას, მის თვალწინ კი, ყოველდღიურად ბანქოს ქოხებივით ინგრევიან და აჩრდილებივით ქრებიან ბედნიერების მოჩვენებები. ადამიანი ეძიებს მუდმივობას. აქ კი ყოველივე იცვლება, მოძრაობს, ჩანჩქერივით უფსკრულში ეშვება და სიკვდილის გაუმაძღარ ხახაში ინთქმება. ადამიანი ეძიებს სიმშვიდეს, ირგვლივ კი დაუსრულებელი ფორიაქია. ისევე, როგორც ტალღა ეხეთქება ზღვის ნაპირს და კვლავ ზღვის სიღრმეს უბრუნდება, აუსრულებელი სურვილებიც, ახლა უკვე მწუხარებად, ტკივილად ქცეულნი, მის სულშივე ბრუნდებიან