ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: მოწყინება, მწუხარება
მოწყინება ხშირად მეექვსე, უფრო სასტიკ ვნებაში - უვაში, მწუხარებაში გადაიზრდება ხოლმე. მწუხარე ადამიანი ჰგავს დაჭრილ, დამწყვდეულ მხეცს, რომელიც გადარჩენას ვერსად ხედავს. მწუხარება ღმრთის იმედის დაკარგვაა, მწუხარება ადამიანებისადმი სიძულვილია. მწუხარეს მთელი ცხოვრება ბოროტი და ფუჭი ხუმრობა ჰქონია, ეჩვენება, რომ ბნელ ხაროში ჩავარდა, საიდანაც ვეღარ ამოვა; ეჩვენება, რომ სამყარო - ეს უსულგულო მექანიზმი მალე მწერივით გასრესს. მწუხარე ადამიანი გარემომცველ სამყაროში ხედავს არა ღმერთის სიბრძნესა და ნებას, არამედ რაღაც შავ ქაოსს. მწუხარების დასასრული არის სასოწარკვეთა და ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა