image

თემა: მოწყალება

როგორ, რა სახით უნდა აღასრულოს კაცმა მოწყალება ქრისტიანული? მოწყალება უნდა აღასრულოს კაცმა, პირველად, კეთილი და მხიარული გულით და მისწრაფებით. მეორედ, უდიდესი და უმთავრესი საქმე ის არის, რომ მოწყალება უნდა აღასრულო უანგაროდ, განღვიძებულმა მხოლოდ ერთითა კეთილის გულის გრძნობითა, მოყვასის სიყვარულითა და უმეტესად სარწმუნოებითა. არიან მრავალნი ქრისტიანეთა შორის, რომელნი აღასრულებენ მდიდრად და უხვად მოწყალებასა, ასობით და ათასობით მოახმარებენ ღარიბთა კაცთა; გარნა ამასთანავე უყვარსთ, რომ ქვეყანამ შეიტყოს, ბუკი დაუკრან მათ მოქმედებაზედ, გაზეთებში დაბეჭდონ მათი მოღვაწეობა. ვგონებ, რომ ამით მოწყალება მათი ჰკარგავს ქრისტიანულს ხასიათსა და თვისებასა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები