
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მოწყალება
თავის გამომეტება მოწყალების აღსრულებაზე, არის ნამდვილი ქრისტიანული მოწყალება, უმაღლესი სათნოება. როდესაც კაცი, არა თუ თვისი ქონებისა და ნაყოფისაგან ეწევა გაჭირვებულს კაცს, არამედ თვით სიცოცხლესაც აღარ ჰზოგავს მოყვასის გულისათვის, იგი აღასრულებს ჭეშმარიტად მცნებასა ქრისტიანულისა სიყვარულისასა; იგი ჰბაძავს თვით მაცხოვარსა, რომელმან თავი თვისი შესწირა ღმერთსა სახსრად ჩვენდა.