ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მოწყალება
ვეცხლის მოყუარებაი და საქმე ცოდვისა ბოროტისაი მოიძულე, უკუეთუ ღმერთი გიყუარს, ვითარცა წიგნი იტყვის: "რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ უკეთურებაი". აწ ვინაითგან უწყი, ვითარმედ მოწყალებაი თავი არს სათნოებათაი, რომელი განუღებს კაცთა კართა ზეცისათა, ესე მოიგე მეოხად და შემწედ. და უკუეთუ გქონან შენ მრავალნი ცოდვანი, ნუ გეშინინ, რამეთუ არავინ ზეცისათაგანი წინააღუდგების მას, არამედ შევიდეს წინაშე მსაჯულისა და ხელთა მისთა აქუნდეს წიგნი, რომელსა წერილ იყოს სიტყუაი იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: "რომელი უყოთ ერთსა მცირეთაგანსა, იგი მე მიყავთ". უწყოდეთ, რამეთუ ღმერთი ეძიებს ყოველთაგან საქმესა სარწმუნოებისასა, სარწმუნოებაი ჭეშმარიტად საქმე სიმართლისაი არს.