ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: მოწყალება
წამიერი აღფრთოვანებისა და გატაცების წუთებში ჩვენ მზადა ვართ გავცეთ შესაწირავი, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების ყოფითი დაბრკოლებების პირობებში, როდესაც ჩვენს თავს უსამართლოდ დაჩაგრულად ვთვლით და ირგვლივ უსიტყვო, უსიამოვნო განწყობილებას ვგრძნობთ, მოწყალების საქმეთა აღსრულება ჩვენთვის შეუძლებელი ღვაწლი ხდება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მხოლოდ ჩვენს თავს ველოლიავებით; არ გვინდა რაიმეთი შევიზღუდოთ, ჩვენი კეთილმოწყობილი ცხოვრებიდან მცირე რამ მსხვერპლად შევწიროთ მოყვასის კეთილდღეობას. ამიტომაც ვართ დაავადებულნი უგულობისა და უმოწყალობის სენით.