image

თემა: მოწყალება

იოანე ოქროპირი ამბობს: „მოწყალება ფულის გაცემაში კი არ მდგომარეობს, არამედ მოწყალების ქრისტიანული გრძნობით გაღებაში“. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყალების გაღება საჭიროა უშურველად, კეთილი ნებით, ხალისით, პატივისცემით, ნამდვილი სიყვარულით და უდიდესი მადლიერების გრძნობით იმ ადამიანის მიმართ, ვინც მიიღო შენი შესაწირავი. უნდა გახსოვდეთ, რომ უფრო მეტი ნეტარებაა გაცემა, ვიდრე მიღება. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შესაწირავით არ დავამციროთ, არ შეურაცხვყოთ ადამიანი. ისევ იოანე ოქროპირს დავესესხოთ, რომელიც ამბობს: „თუ ვინმე ასეთი განწყობილებით არ გასცემს, უმჯობესია საერთოდ გაჩერდეს, ვინაიდან ეს მოწყალება კი არ იქნება, არამედ ფუჭი ხარჯი...“.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები