ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, არავითარი განსაცდელი არ აშინებს. ამის შესახებ ესაია წინასწარმეტყველის პირით უფალი გვეუბნება: წყალზე გადასვლისას, მე შენთანა ვარ; მდინარენი ვერ წაგლეკავენ შენ; შეხვალ ცეცხლსა შინა და ა...
იხილეთ სრულად
ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, არავითარი განსაცდელი არ აშინებს. ამის შესახებ ესაია წინასწარმეტყველის პირით უფალი გვეუბნება: წყალზე გადასვლისას, მე შენთანა ვარ; მდინარენი ვერ წაგლეკავენ შენ; შეხვალ ცეცხლსა შინა და არ დაიწვები და არცა ალი მოგეკიდება (ეს. 43, 2).
მშვიდობის გარეშე ოფლი კი არ იღვრება სასიცოცხლო დოვლათის დასაგროვებლად, არამედ სისხლი და მწუხარება ყოველივე იმის წარსაწყმედად, რაც გარჯისა და მშვიდობის წლებში იქნა დაგროვებული.
ქვეყნისთვის მეტად მძიმე წუთებში, როცა მტერი მოიწევდა წინ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის სულიერ გამხნევებას და მისთვის გამარჯვების რწმენის განმტკიცებას, რასაც დიდი მონდომებით და სიყვარულით აკეთებდნენ ქართველი მღვდელმთავარნი, მღ...
იხილეთ სრულად
ქვეყნისთვის მეტად მძიმე წუთებში, როცა მტერი მოიწევდა წინ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის სულიერ გამხნევებას და მისთვის გამარჯვების რწმენის განმტკიცებას, რასაც დიდი მონდომებით და სიყვარულით აკეთებდნენ ქართველი მღვდელმთავარნი, მღვდელნი და რიგითი მორწმუნენი. ქართველ სამღვდელოებას შეურყევლად სწამდა სიბრძნე სახარებისეული, რომ უსამართლოდ მახვილის აღმმართველი თვითონ შეიმუსრებოდა მახვილით (შდრ. მთ. 26, 52).
ვინ მოთვლის, რამდენი მართალი, სამშობლოს ერთგული დამცველის სისხლით მორწყულა ჩვენი კურთხეული მიწა-წყალი. მტერთან ყოველი შერკინება იყო თავისებური გამოცდა ჩვენი ერისა. ამ ბრძოლებში იწრთობოდა და ყალიბდებოდა ერთიანი ქართული სული.
მამები წინასწარმეტყველებდნენ იმასაც, რომ ბოლო ჟამს ადამიანები ძირითადად მწუხარებითა და ავადმყოფობით ცხონდებოდნენ, რადგან ყველაზე ნათლად ასეთ მდგომარეობაში მყოფნი აანალიზებენ სიცოცხლის ნამდვილ დანიშნულებას, ეძიებენ მიზეზს თავიანთი ...
იხილეთ სრულად
მამები წინასწარმეტყველებდნენ იმასაც, რომ ბოლო ჟამს ადამიანები ძირითადად მწუხარებითა და ავადმყოფობით ცხონდებოდნენ, რადგან ყველაზე ნათლად ასეთ მდგომარეობაში მყოფნი აანალიზებენ სიცოცხლის ნამდვილ დანიშნულებას, ეძიებენ მიზეზს თავიანთი გასაჭირისა, აცნობიერებენ ცხოვრებისეულ შეცდომებს და ღვთის იმედითა და მისი შეწევნის სურვილით ივსებიან.
თავისი არსით საერო ხელისუფლება განსხვავდება სასულიეროსგან. ამიტომაც მათ შორის ურთიერთობა უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ ერთიან ქრისტიანულ ზნეობრივ ნორმებზე დამყარებული.