გინება აღაშფოთებს გონებასა კაცთასა, გინება მიუღებს საცნობელსა ბრძენთასა, გინება მოამზადებს ცემად ხელთა ყვრიმალთათვის და შეჰკრავს მჯიღთა ქედთა და ღაწვთათვის, გინება მომუხვავს ფრჩხილთა და თითთა მოფხვრად თმათა და მოგლეჯად წვერთა, გინ...
იხილეთ სრულად
გინება აღაშფოთებს გონებასა კაცთასა, გინება მიუღებს საცნობელსა ბრძენთასა, გინება მოამზადებს ცემად ხელთა ყვრიმალთათვის და შეჰკრავს მჯიღთა ქედთა და ღაწვთათვის, გინება მომუხვავს ფრჩხილთა და თითთა მოფხვრად თმათა და მოგლეჯად წვერთა, გინება განმარტებს მკლავთა და მოჰმზადებს დაკვრად კვერთხთა, გინება განვლესს ხრმალთა და ამახვავს ლახვართა, გინება დასთხევს სისხლთა და იქმს კაცთა წყლვასა და სიკვდილსა.
ამისთვის უკვე დასწერს პეტრე მოციქული პირველსა კათოლიკესა ში...
ხორციელი კავშირებისთვის სიამოვნების მინიჭება ღმერთმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ინება, რომ ეს ურთიერთოებები მჭიდროდ უკავშირდება შვილების გაჩენას. ეს რომ არა, საუბარი იქნებოდა მარტოოდენ ტკბობის მიღებაზე, ყოველგვარი მორალური პრინციპები...
იხილეთ სრულად
ხორციელი კავშირებისთვის სიამოვნების მინიჭება ღმერთმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ინება, რომ ეს ურთიერთოებები მჭიდროდ უკავშირდება შვილების გაჩენას. ეს რომ არა, საუბარი იქნებოდა მარტოოდენ ტკბობის მიღებაზე, ყოველგვარი მორალური პრინციპების უგულებელყოფით. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების ყოლა თავისთავად არ არის ტკბობის განმწმედელი, მაშინ ნებადართული იქნებოდა შვილების გაჩენა ქორწინების გარეშეც. ზუსტად ქორწინების საიდუმლო განწმედს ამ ტკბობით განცდას, რო...
ხოლო ქალწულთათვის არა მაქვს უფლის ბრძანება; არამედ მხოლოდ რჩევას ვიძლევი, როგორც უფლის მიერ შეწყალებული და სარწმუნოდ შერაცხილი:
მე ეგრე მგონია, რომ, აწინდელი გაჭირვების გამო, კაცისთვის უმჯობესია, თუ იქნება ასე.
ცოლიანი...
იხილეთ სრულად
ხოლო ქალწულთათვის არა მაქვს უფლის ბრძანება; არამედ მხოლოდ რჩევას ვიძლევი, როგორც უფლის მიერ შეწყალებული და სარწმუნოდ შერაცხილი:
მე ეგრე მგონია, რომ, აწინდელი გაჭირვების გამო, კაცისთვის უმჯობესია, თუ იქნება ასე.
ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს.
თუმცა, თუ იქორწინებ, არა სცოდავ; და თუ ქალწული იქორწინებს, არ სცოდავს. მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას; ხოლო მე გზოგავთ თქვენ.
თ. 6-7
ნუ, ძმანო საყვარელნო! თქვენ განეკრძალენით სიტყვათა ბოროტთა და საძაგელთა, რომელთა მიერ წარწყმდების სული კაცისა, და ნუ შეიქმთ პირთა თქვენთა ჭურჭელ სიბილწისა, რომელ უსაძაგლეს არს ორმოთა სანეშტეთასა, სადა განვლენ კაცნი განსავალით, რამ...
იხილეთ სრულად
ნუ, ძმანო საყვარელნო! თქვენ განეკრძალენით სიტყვათა ბოროტთა და საძაგელთა, რომელთა მიერ წარწყმდების სული კაცისა, და ნუ შეიქმთ პირთა თქვენთა ჭურჭელ სიბილწისა, რომელ უსაძაგლეს არს ორმოთა სანეშტეთასა, სადა განვლენ კაცნი განსავალით, რამეთუ ორმოთა მათ პირნი იძულებითა კაცთათა შეიბილწების, ვინაითგან შთააგდებენ სკორეთა, ხოლო პირი მაგინებელთა თვით ნებსით თვისით შეიგინების, სადამცა არს სიმყრალე, შეჰკრებს და გამოუტევებს.
აწ თქვენ, საყვარელნო ღმრთისანო, პირნი...
იხილეთ, ჰოი მაგინებელნო, ვითარ მრავალნი ბოროტნი ქმნნა გინებამან ერთმან - ცოდვა მრავალი და მცირემან დიდი!
ამისატვის მიუწერს მოციქული პავლე კორინთელთა: "არცა ამპარტავანთა, არცა მაგინებელთა, არცა მპარავთა, არცა მემრუშეთა სასუფე...
იხილეთ სრულად
იხილეთ, ჰოი მაგინებელნო, ვითარ მრავალნი ბოროტნი ქმნნა გინებამან ერთმან - ცოდვა მრავალი და მცირემან დიდი!
ამისატვის მიუწერს მოციქული პავლე კორინთელთა: "არცა ამპარტავანთა, არცა მაგინებელთა, არცა მპარავთა, არცა მემრუშეთა სასუფეველი ვერ დაიმკვიდრონ".
ვაი მაგინებელთა, რომელნი თანაზიარ არიან ამპარტავანთა და მემრუშეთა და მპარავთა! უფროისად გინებულ იქმნებიან გინების მოყვარენი, ვინაითგან მოციქული განაყენებს სასუფევლისაგან და უცხო ჰყოფს პირისაგან ღმრთისა....
ვამცნებ მაგინებელთა მათ, რომელნი მარადის აღავსებენ პირთა მათთა საღნიოშითა, ვითარცა რა აღავსოს გოდორი მეცხენემან ჩონჩორიკითა გარე განყრად დღე ყოველ, რათამცა მოიკვეთნენ და რაღარა აშრომდენ ენათა თვისთა გინებითა.
რამეთუ ღმერთმ...
იხილეთ სრულად
ვამცნებ მაგინებელთა მათ, რომელნი მარადის აღავსებენ პირთა მათთა საღნიოშითა, ვითარცა რა აღავსოს გოდორი მეცხენემან ჩონჩორიკითა გარე განყრად დღე ყოველ, რათამცა მოიკვეთნენ და რაღარა აშრომდენ ენათა თვისთა გინებითა.
რამეთუ ღმერთმან პირნი კაცისანი შექმნნა სადიდებელად თვისა, რათა დღე ყოველ იკითხავდეს და აქებდეს ღმერთსა, რომელმან დაბადა და მისცა გულისხმისყოფა, რათამცა განარჩიოს კეთილი ბოროტისაგან და მით დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა და თანამოდასე იქმნეს ან...
ადამიანებთან დამოკიდებულებაში:
ა) სნეული უნდა ფრთხილობდეს, რომ მშობლები, ნაცნობები, ექიმები, მომსახურენი არ შეურაცხყოს მოუთმენლობით, დრტვინვით, სიჯიუტით, ჩივილებით, სიანჩხლით.
ბ)პირიქით, მართებს მოთმინება, სიმშვიდე, მ...
იხილეთ სრულად
ადამიანებთან დამოკიდებულებაში:
ა) სნეული უნდა ფრთხილობდეს, რომ მშობლები, ნაცნობები, ექიმები, მომსახურენი არ შეურაცხყოს მოუთმენლობით, დრტვინვით, სიჯიუტით, ჩივილებით, სიანჩხლით.
ბ)პირიქით, მართებს მოთმინება, სიმშვიდე, მორჩილება, გაწეული სამსახურისთვის მადლიერება.
ასევე უნდა გამოავლინოს კეთილი განწყობა, სითბო, ქრისტიანული სიყვარული უცხოების, მტრებისა და იმათ მიმართაც, ვისი ნახვაც არ სიამოვნებს.
საკუთარი თავის მიმართ:
ა) ავადმყოფს მართებს ჯანმრთელობ...
სიწმიდე მარტო ბოროტების უქონლობას არ ნიშნავს, იგი ცოდვისაგან გამიჯნული უმაღლესი სულიერი ფასეულობაა. სიწმინდე სინათლეა, ღვთაებრივი სიწმინდე კი უსპეტაკესი ნათელი.
სიწმიდე, უზაკველობა, უვნებობა, ყოველგვარი ბოროტისაგან განშორებაა სწორედ ღმრთაება. და თუკი ყოველივე ეს უკვე არის შენი არსების კუთვნილება, მაშინ უეჭველია, რომ შენში ღმერთი დამკვიდრებულა და განიხარებს.