წმ. ეკლესია ქრისტიანეს, სხვათაშორის ვალად უდებს ლოცვასა და სასულიერო შინარსის წიგნების კითხვას; და მართლაც რომ აუცილებლად საჭიროა ესა ქრისტიანისთვის; მას დიდი, ფრიად დიდი სარგებლობა მოქვს ადამიანისათვის. ლოცვაში, თუ იგი წრფელი, ღრ...
იხილეთ სრულად
წმ. ეკლესია ქრისტიანეს, სხვათაშორის ვალად უდებს ლოცვასა და სასულიერო შინარსის წიგნების კითხვას; და მართლაც რომ აუცილებლად საჭიროა ესა ქრისტიანისთვის; მას დიდი, ფრიად დიდი სარგებლობა მოქვს ადამიანისათვის. ლოცვაში, თუ იგი წრფელი, ღრმა და მხურვალეა, სული მაღლდება, გონება ივლტის ღვთისადმი, გული ივსება სიხარულითა და ადამიანი გრძნობს ღვთის სიახლოვეს. ზეციური მამა დაინახავს თუ არა აღფრთოვანებულ სულს, მისდამი მტოლველსა და მსურველს მასთან შეერთებისა, თავი...
link
შინაგანი, სულიერი ნათელი ღმერთთან მყოფი ადამიანისა გარეთაც აშუქებს. კაცი მის პირველ დანახვაზედვე რწმუნდება რომ ის მაღალზნეობისაა, რომ მისი სული სავსეა ციური ტკბილი გრძნობითა, რომ მასთან ერთი სუფევს, და უნებურად ყველა მისკენ ილტვის...
იხილეთ სრულად
შინაგანი, სულიერი ნათელი ღმერთთან მყოფი ადამიანისა გარეთაც აშუქებს. კაცი მის პირველ დანახვაზედვე რწმუნდება რომ ის მაღალზნეობისაა, რომ მისი სული სავსეა ციური ტკბილი გრძნობითა, რომ მასთან ერთი სუფევს, და უნებურად ყველა მისკენ ილტვის. მისი სიმპათიური სახე კაცს მუდამ თვალწინ ეხატება, მის მოგონებაზე სიხარულით ივსება; თითქმის ბოროტნიც კი კის წინაშე თავს იხრიან; ის ავრცელებს თავის გარშემო სითბოსა და სიცოცხლეს, ათბობს გაყინულ გულთა, არბილებს მედიდურ გრძნ...
link
ყოველდღიური ფაქტები ნათლად გვიმტკიცებენ, რომ კაცი ბედნიერებას პოულობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი თავის გულს ვისმე დაუკავშირებს. ყველა ადამიანი გაფაციცებით და მოუსვენრად ეძებს თავის გარშემო თანამგრძნობელ გულს; თუ იგი ვერ პოულობს სიყვარ...
იხილეთ სრულად
ყოველდღიური ფაქტები ნათლად გვიმტკიცებენ, რომ კაცი ბედნიერებას პოულობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი თავის გულს ვისმე დაუკავშირებს. ყველა ადამიანი გაფაციცებით და მოუსვენრად ეძებს თავის გარშემო თანამგრძნობელ გულს; თუ იგი ვერ პოულობს სიყვარულს, მაშინ ის უბედურად რაცხს თავის თავს, მას ვერაფერი, ვერც მეცნიერება, ვერც ხელოვნება, ვერც სისწორით ასრულება თანამდებობისა, ვერც განცხრომით ცხოვრება ვერ ანიჭებს მას კმაყოფილებას: ის გრძნობს თავის თავს მარტოხელად, ყველა...
link
ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი განურჩევლად; ის მზად არის, ყველას შეუერთდეს. მოჰფინოს მას თავისი ცხოველმყოფელი მადლი და ნეტარყოს იგი. მსგავსად იმისა, როგორც მეგობრის სულიერნი განწობილებანი გადმოგვეცემიან ხოლმე ჩვენ, მსგავსად იმისა, რ...
იხილეთ სრულად
ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი განურჩევლად; ის მზად არის, ყველას შეუერთდეს. მოჰფინოს მას თავისი ცხოველმყოფელი მადლი და ნეტარყოს იგი. მსგავსად იმისა, როგორც მეგობრის სულიერნი განწობილებანი გადმოგვეცემიან ხოლმე ჩვენ, მსგავსად იმისა, როგორც სიყვარული საყვარელი ადამიანისა გვახარებს, მსგავსად იმისა, როგორც მეგობარი თავისის სიახლოვით გვინელებს და გვიქრობს მწუხარებასა, სწორედ ისე ცხოვრება უზენაესისა გადადის ადამიანის სულში. ქრისტიანე ივსება ამ ღვთაებრივი ...
link
ღმერთი არის თვითარსი, დამოუკიდებელი და განუსაზღვრელად სახიერი; ის არავის და არასფერს არ საჭიროებს; ის სავსებაა სიყვარულისა. ამის გამო მან ადამიანი შექმნა არა თავისი არსებობის დასამყარებლად, არამედ მისთვის, რომ მან კაცმან იარსებოს,...
იხილეთ სრულად
ღმერთი არის თვითარსი, დამოუკიდებელი და განუსაზღვრელად სახიერი; ის არავის და არასფერს არ საჭიროებს; ის სავსებაა სიყვარულისა. ამის გამო მან ადამიანი შექმნა არა თავისი არსებობის დასამყარებლად, არამედ მისთვის, რომ მან კაცმან იარსებოს, იმოქმედოს და ბედნიერი იქმნეს. ნეტარების მისაღწევად უფალმან მისცა მას შესაფერი საშუალება. სახელდობრ, ღრმად ჩაუნერგა მას ბუნებაში ძლიერი, შეუკავებელი ლტოლვილება ღვთისადმი და უძლეველი სურვილი მასთან ცხოვრებისა. ვინც ამ ბუ...
link
დავხატოთ მოკლედ ის გზა, რომლითაც ქრისტიანი თავისი ნების გაუმჯობესებას უნდა შეუდგეს. თავდაპირველად ქრისტიანი ყურადღებას ამყარებს თავისთავზე, იხედება თავისი სულის სიღრმეში, პირუთვნელად იკვლევს, თუ რა ნაკლულოვანება აქვს მას, და ამ სა...
იხილეთ სრულად
დავხატოთ მოკლედ ის გზა, რომლითაც ქრისტიანი თავისი ნების გაუმჯობესებას უნდა შეუდგეს. თავდაპირველად ქრისტიანი ყურადღებას ამყარებს თავისთავზე, იხედება თავისი სულის სიღრმეში, პირუთვნელად იკვლევს, თუ რა ნაკლულოვანება აქვს მას, და ამ სახით თავის თავს ცნობს. თავისთავის გამოცდისაგან ჩნდება მასში თავისი უღირსობის, ცოდვიანობის შეგნება. ეს შეგნება მასში ბადებს სითავმდაბლეს, მეურვეობას თავისი სულიერი ენისათვის და თვითგასწორების საქმისათვის შედგომის გადაწყვეტ...
link
ასე, ადამიანი დაიწყებს რა თავისი ბოროტი სურვილების წინააღმდეგობასა და შემუსვრას, დგება თვითგაუმჯობესების ნამდვილ გზაზე, ეჩვევა ცუდი სურვილების უარყოფას და კეთილ წადილთა განხორცილებას. ეს ბედნიერი ჩვეულება ადამიანმა უნდა მოიპოვოს ს...
იხილეთ სრულად
ასე, ადამიანი დაიწყებს რა თავისი ბოროტი სურვილების წინააღმდეგობასა და შემუსვრას, დგება თვითგაუმჯობესების ნამდვილ გზაზე, ეჩვევა ცუდი სურვილების უარყოფას და კეთილ წადილთა განხორცილებას. ეს ბედნიერი ჩვეულება ადამიანმა უნდა მოიპოვოს სიყმაწვილეში, რადგან მერმე, როცა იგი ცხოვრების მორევში შეცურავს, როცა იგი ოჯახს მოეკიდება, როცა მას სხვადასხვა ზრუვნა, ფიქრი, მოთხოვნილება მოემატება, როცა მასში ვნებანი გამაგრებულნი იქნებიან, - ძნელია, ფიად ძნელია იმის მო...
link
ქართველნო! თვალი გადაავლეთ ჩვენს წარსულ ცხოვრებას, გაიხსენეთ, რარიგ უყვარდათ ეკელსია თქვენს სახელოვან წინაპართ, როგორ ზრუნავდნენ მის გამშვენებაზე, როგორ მრავალ და დიდ ტაძრებსა და მონასტრებს აშენებდნენ, როგორ ამკობდნენ მათ ოქრო-ვე...
იხილეთ სრულად
ქართველნო! თვალი გადაავლეთ ჩვენს წარსულ ცხოვრებას, გაიხსენეთ, რარიგ უყვარდათ ეკელსია თქვენს სახელოვან წინაპართ, როგორ ზრუნავდნენ მის გამშვენებაზე, როგორ მრავალ და დიდ ტაძრებსა და მონასტრებს აშენებდნენ, როგორ ამკობდნენ მათ ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ხატებით, ოქრომკერდით ქსოვილი შესამოსველით და სხვა ძვირფასი ნივთებითა, როგორ უხვად და დაუზარებლად სწირავდნენ თავის ადგილ-მამულებს. მოიგონეთ ეს შესასნიშნავი თვისება თქვენს წინაპართა, და თუ ცოტათი მაინც აფას...
link
საცოდავია ის ერი, რომლის წარსული ბრწყინვალე იყო, ხოლო აწმყო კი ძლიერ ნაკლებია, რომელიც ოდესღაც დიდებულად ცხოვრობდა და ახლა კი ჩამოქვეითებულია! გინახავთ თქვენ თუ არა ძველებური ტაძრები ატენისა, მეტეხისა, წრომისა სამთავისისა, იკორთის...
იხილეთ სრულად
საცოდავია ის ერი, რომლის წარსული ბრწყინვალე იყო, ხოლო აწმყო კი ძლიერ ნაკლებია, რომელიც ოდესღაც დიდებულად ცხოვრობდა და ახლა კი ჩამოქვეითებულია! გინახავთ თქვენ თუ არა ძველებური ტაძრები ატენისა, მეტეხისა, წრომისა სამთავისისა, იკორთისა, თიღვისა და სხვანი მრავალნი ძველნი ნაშთნი, რომელნიც ამ ქალაქს გარს ახვევიან? თუ გინახავთ, უსათუოდ იმათის ხილვით გონების თვალწინ გადაგეშლებოდათ ნათელი სურათები ჩვენი წარსულისა ცხოვრებისა და ამასთანავე იგრძნობდით გულში ს...
link
გარდაიცვლება თუ არა ვინმე მოღვაწე ჩვენს სამშობლოში, ჩვენ ვიწყებთ გოდებას, ვთხზავთ მრავალს ლამაზად მოკაზმულ სიტყვებს, მჭერმეტყველებაში ერთმანეთს ვეჯიბრებით, განსვენებულის ღირსებებს ხშირად ერთი-ორად-სამად და მეტადაც ვაზვიადებთ, იმის...
იხილეთ სრულად
გარდაიცვლება თუ არა ვინმე მოღვაწე ჩვენს სამშობლოში, ჩვენ ვიწყებთ გოდებას, ვთხზავთ მრავალს ლამაზად მოკაზმულ სიტყვებს, მჭერმეტყველებაში ერთმანეთს ვეჯიბრებით, განსვენებულის ღირსებებს ხშირად ერთი-ორად-სამად და მეტადაც ვაზვიადებთ, იმის დაკარგვით ჩვენს ქვეყანას ვთვლით დაობლებულად, დაღუპულად, - და ამით გვინდა გამოვიჩინოთ მამულიშვილობა, სიყვარული სამშობლოსადმი. თვალწინ ვიყენებთ ისტორიას ჩვენის ერისას, განათლებულ ცხოვრებას ჩვენის უძველესის წინაპრებისას, წ...
link