წმ. იოანე კრონშტადტელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე კრონშტადტელი | გამონათქვამები
არ შეგაშფოთოს შენში აღრიალებულმა მრისხანებამ, რომელიც ძალსაა, მწარე სიტყვებად გამოსკდეს, პირიქით, უბრძანე, ხმა გაიკმინდოს, გაისუსოს. არადა, თუ მიეჩვევი მის "მორჩილებას", შენი ენიდან შხამის ნთხევა, გაჯობებს. კაშხალში დაგუბებულმა წყ...
იხილეთ სრულად
არ შეგაშფოთოს შენში აღრიალებულმა მრისხანებამ, რომელიც ძალსაა, მწარე სიტყვებად გამოსკდეს, პირიქით, უბრძანე, ხმა გაიკმინდოს, გაისუსოს. არადა, თუ მიეჩვევი მის "მორჩილებას", შენი ენიდან შხამის ნთხევა, გაჯობებს. კაშხალში დაგუბებულმა წყალმა, თუ ნახა გასასვლელი, მიწის გადარეცხვას, გაჟონვას იწყებს, თუ დროით არ მივაშველეთ და არ დავაგუბეთ, ჩვენი უნიათობა-უზრუნველობის გამო, იმატებს ხშირ-ხშირი წყლის გარღვევები, უფრო და უფრო მოიკრებს იგი ძალას და ბოლოს ძალიან...
link
რატომაა, რომ ცოდვილ სულს, მანამ არ ეძლევა შენდობა, სანამ მთელი გულით არ შეიგრძნობს ცოდვის უგუნურებას, მის დამღუპველობასა და სიცრუეს? იმიტომ, რომ გული სულია ჩვენი და რადგანაც სწორედ იგი (გული) ცოდავდა და საამურად, კეთილად ესახებოდა...
იხილეთ სრულად
რატომაა, რომ ცოდვილ სულს, მანამ არ ეძლევა შენდობა, სანამ მთელი გულით არ შეიგრძნობს ცოდვის უგუნურებას, მის დამღუპველობასა და სიცრუეს? იმიტომ, რომ გული სულია ჩვენი და რადგანაც სწორედ იგი (გული) ცოდავდა და საამურად, კეთილად ესახებოდა ცოდვები, ამიტომაც მანვე უნდა შეინანოს, უნდა აღიაროს, რომ ცოდვა დამღუპველი და ცრუა. ეს სინანული სწორედ გულში ხდება და მტკივნეულადაც, რაკიღა სურვილიც ცოდვისა ჩვეულებრივ, გულში ჩნდება.
link
უფალს სათნოდ უჩნს, ამჩნევდეს კაცი, როგორ მოქმედებს ღმერთი გულზე და დასანახს ხდის მისთვის, რომ გამჩენი ნათელია და ჭეშმარიტება, ბოროტი კი ცრუა და ბნელი, ამიტომაც, ცდას არ აკლებს, შეუმჩნეველი დარჩეს; ბნელი სინათლეს ვერ უჩერდება, გამო...
იხილეთ სრულად
უფალს სათნოდ უჩნს, ამჩნევდეს კაცი, როგორ მოქმედებს ღმერთი გულზე და დასანახს ხდის მისთვის, რომ გამჩენი ნათელია და ჭეშმარიტება, ბოროტი კი ცრუა და ბნელი, ამიტომაც, ცდას არ აკლებს, შეუმჩნეველი დარჩეს; ბნელი სინათლეს ვერ უჩერდება, გამოააშკარავებისა ეშინია. ეშმაკი მხოლოდ ტყუილითა და სიცრუითაა ძლიერი, ამხილე მისი სიცრუე, სინათლეზე გამოიყვანე, გაქრება ნათელის შუქზე. ტყუილით ითრევს ბოროტი ადამიანებს ვნებებში, ტყუილით აშინებს მათ, არ აძლევს იმის საშველს, ს...
link
გვამის არაბუნებრივი ბატონობა სხეულზე, სხვათაშორის, იმაშიც გამოიხატება, რომ სული თითქოს ჩამარხულივითაა სხეულში, ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როცა საქმე ღვთისმსახურებაზე მიდგება ხოლმე, როცა ადამიანი მხოლოდ ბაგეებით, მოჩვენებითად მიე...
იხილეთ სრულად
გვამის არაბუნებრივი ბატონობა სხეულზე, სხვათაშორის, იმაშიც გამოიხატება, რომ სული თითქოს ჩამარხულივითაა სხეულში, ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როცა საქმე ღვთისმსახურებაზე მიდგება ხოლმე, როცა ადამიანი მხოლოდ ბაგეებით, მოჩვენებითად მიეახლება ღმერთს და არა გულითა და სულით, ანუ მართლა არ იხრის ქედს მის წინაშე და რაა დასამალი, ხშირად ისე ვირჯებით, თითქოს სული არც კი გაგვაჩნდეს. გახრწნის უმაღლეს ხარისხს ადამიანი მაშინ აღწევს, როცა მისგან რჩება მხოლოდ და მ...
link
უფალი ღმერთი, თავად სიცოცხლე, მარადის სამპიროვანი, (როგორც, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს), ანუ ღმერთი, არის მამა, სიტყვა და სული. მკითხავ, ღმერთში სამი სახე რანაირადო? გპასუხობ: რანაირადაა, არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ასე უნდა იყო...
იხილეთ სრულად
უფალი ღმერთი, თავად სიცოცხლე, მარადის სამპიროვანი, (როგორც, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს), ანუ ღმერთი, არის მამა, სიტყვა და სული. მკითხავ, ღმერთში სამი სახე რანაირადო? გპასუხობ: რანაირადაა, არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ასე უნდა იყოს და სხვანაირად ვერ იქნება. კიდევ მკითხავ: რატომაა, რომ სამების მესამე პირს სული ჰქვია, რატომაა იგი განკერძოებული პირი, თუკი ღმერთი თავადაა სული? გპასუხობ: ღმერთის სულს, სული ქმნინებებთან მიმართებაში ეწოდება. ღმერთმა თავ...
link
არ გამოცდი საკუთარ თავზე ბოროტი, მზაკვარი სულების მოქმედებას და არ გეცოდინება, ვერ დააფასებ ჯეროვნად კეთილი სულის მიერ მონიჭებულ სიკეთეებს. თუ არ გეცოდინება შენი სულის მკვლელი, ვერც სულის მაცოცხლებელს იცნობ და რომ არა სრულიად საწი...
იხილეთ სრულად
არ გამოცდი საკუთარ თავზე ბოროტი, მზაკვარი სულების მოქმედებას და არ გეცოდინება, ვერ დააფასებ ჯეროვნად კეთილი სულის მიერ მონიჭებულ სიკეთეებს. თუ არ გეცოდინება შენი სულის მკვლელი, ვერც სულის მაცოცხლებელს იცნობ და რომ არა სრულიად საწინააღმდეგო, პირდაპირ ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები - სიკეთე და ბოროტება, სიცოცხლე და სიკვდილი, არცერთზე არ გექნება სრული წარმოდგენა. არ გამოივლი გაჭირვებას, ხორცის, სულის სიკვდილის შიშს? არ გეცოდინება გულით მაცხოვარი, ცხოვ...
link
კეთილმოსურნე ქრისტიანებსაც ტოვებს ღმერთი და ესაა ეშმაკთან, ჯოჯოხეთში ყოფნის ტოლი საათები. ასეთ დროს, კაცი გულის სიღრმიდან, ასე შეჰღაღადებს ღმერთს: რატომ მომაშორე ნათელი შენი მიუაჩრდილებელი? ჩამიხურა სული ბოროტი, წყეული სატანის წყვ...
იხილეთ სრულად
კეთილმოსურნე ქრისტიანებსაც ტოვებს ღმერთი და ესაა ეშმაკთან, ჯოჯოხეთში ყოფნის ტოლი საათები. ასეთ დროს, კაცი გულის სიღრმიდან, ასე შეჰღაღადებს ღმერთს: რატომ მომაშორე ნათელი შენი მიუაჩრდილებელი? ჩამიხურა სული ბოროტი, წყეული სატანის წყვდიადმა, უმძიმს სულს გამტანჯველ ბნელში ყოფნა, ბოროტის, ჯოჯოხეთის ტანჯვა შევიგრძენი, დამაბრუნე, მაცხოვარო, შენი მცნებების შუქისაკენ, გამინათლე სულის გზა, გევედრები.
link
გაარჩიე შენს თავში სული მაცოცხლებელი და სული მომაკვდინებელი. თუ კეთილი აზრები გაქვს, კარგად, მსუბუქად ხარ, გულზე სიმშვიდე, სიხარულია? ესაა ნიშანი, რომ კეთილი, წმინდა სულია შენთან, მაგრამ როცა არაკეთილი აზრები, არასწორი გულის მოძრა...
იხილეთ სრულად
გაარჩიე შენს თავში სული მაცოცხლებელი და სული მომაკვდინებელი. თუ კეთილი აზრები გაქვს, კარგად, მსუბუქად ხარ, გულზე სიმშვიდე, სიხარულია? ესაა ნიშანი, რომ კეთილი, წმინდა სულია შენთან, მაგრამ როცა არაკეთილი აზრები, არასწორი გულის მოძრაობები ჩნდება, როცა ცუდად, მძიმედ ხარ, შფოთავ, მზაკვარი, ბოროტი სულია შენთან. გულშევიწროებულები და შფოთვა აღვსებულები კი, ჩვეულებრივ, ვერ ვახერხებთ, გულიდან მივმართოთ უფალს: ბოროტს ჰყავს სული შეკრული, არ აძლევს ნებას, გაი...
link
ჩვენი სულიერი მდგომარეობა, რომელსაც გარეგნულად იქნებ არც კი გამოვხატავდეთ, ძლიერად მოქმედებს სხვების გამწყობაზე და ეს ხდება ყოველ წამს, თუმცა, ბევრი ამას ვერც ამჩნევს. გაბრაზებული ვარ, ან უხიაგი აზრი მაქვს მავანზე: იგი ამას გრძნობ...
იხილეთ სრულად
ჩვენი სულიერი მდგომარეობა, რომელსაც გარეგნულად იქნებ არც კი გამოვხატავდეთ, ძლიერად მოქმედებს სხვების გამწყობაზე და ეს ხდება ყოველ წამს, თუმცა, ბევრი ამას ვერც ამჩნევს. გაბრაზებული ვარ, ან უხიაგი აზრი მაქვს მავანზე: იგი ამას გრძნობს ამის და შესაბამისად, იგივე აზრები უჩნდება ჩვენს მიმართ. ჩვენ სულებს, გარდა ხორციელი გრძნობისა, კიდევ რაღაც სხვა აკავშირებთ; ხოლო რაც შეეხება მავანის სულიერი განწყობილების გავლენას სხვა ადამიანზე გრძნობების მეშვეობით, მ...
link
ვინაა, ასე გონივრულად, ნატიფად, მშვენივრად რომ მოსავს ყვავილებს, გარდაქმნის უსახურს (ვამბობ უსახურს, უფორმო საგანს, მიწას), ვინ აძლევს მას ესოდენ საკვირველ ფორმას? დამბადებელო, მომეცი ნება ყვავილებში ვეამბორო შენს სიბრძნეს, შენ სი...
იხილეთ სრულად
ვინაა, ასე გონივრულად, ნატიფად, მშვენივრად რომ მოსავს ყვავილებს, გარდაქმნის უსახურს (ვამბობ უსახურს, უფორმო საგანს, მიწას), ვინ აძლევს მას ესოდენ საკვირველ ფორმას? დამბადებელო, მომეცი ნება ყვავილებში ვეამბორო შენს სიბრძნეს, შენ სიკეთეს, შენს ყოვლისშემძლეობას.
link