ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
მეკითხებით, რა არის საჭირო იესოს ლოცვისათვის... ისე, როგორც თქვენ ასრულებთ ამას, კარგია. ასე გაგრძელეთ. ერთს შეგახსენებთ, რომ ყურადღებით უნდა ჩახვიდეთ გულში და იქ ღვთის პირის წინაშე დადგეთ, რომელიც ყველგანმყოფია და თქვენშიც არის, ყოვლისმხედველია - და თქვენც გხედავთ... განმტკიცება დაიწყება მაშინ, როცა გულში კოცონი ჩაისახება.
იშრომეთ, რათა არ შეწყდეს იგი და ლოცვა ისე გამყარდება, რომ თავად დაიწყებს აღსრულებას - და თქვენში ნაკადული ირაკრაკებს, - როგორც ეს ერთხელ ბრმა პართენ პეჩორელმა თქვა. ხოლო ძველთაგან ასეა ნათქვამი: ისევე, როგორც ქურდები, რომლებიც ცდილობენ შეაღწიონ სახლში და გაქურდონ, თუკი სახლთან მიახლოებას გაიგონებენ, რომ შიგნით ვიღაც ლაპარაკობს, ვეღარ ბედავენ სახლში შეღწევას, ასევე ჩვენი მტრებიც, ჩვენს სულს რომ შემოეწყობიან გასაძარცვავად, თუ ესმით, რომ იქ პატარა ლოცვა დუდუნებს, გარშემო უვლიან მას და ვერ ბედავენ შეგნით შესვლას.
თემა: იესოს ლოცვა, ლოცვაავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
თავი ბრძოლის ცეცხლში ჩაიგდე!
გამხნევდი, შვილო, ბრძოლაში. შეისწავლე საღვთო სჯული. იმეორე იესოს ლოცვა, რომელიც განგვწმენდს და გვაცხონებს. თავი ბრძოლის ცეცხლში ჩაიგდე და ღმერთი ჯილდოდ შვებას მოგანიჭებს – როგორც არაერთხელ მომხდარა აქამდეც – იმ ნათელი იმედით, რომ ბრწყინვალე საუკუნო მომავალი გექნება.
თემა: ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, სულიერი ბრძოლა, იესოს ლოცვაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
იესოს ლოცვას ნურასდროს შეწყვეტ
ამას ეწოდება სიმდაბლე!
შვილო, როცა მდუმარებ და ყურადღებით ამბობ ლოცვას, ანუ როცა გონება ლოცვისკენაა მიპყრობილი და სხვა არაფერზე ფიქრობს, მაშინ ის თანდათან იესოს სიტკბოებას მიუახლოვდება. ამისთვის დიდად დაგეხმარება გამუდმებით თავის დამდაბლება. ყოველთვის გაკიცხე საკუთარი თავი და ნურასოდეს გაამართლებ. ნებისმიერ საკითხში და ყოველი განსაცდელის დროს შენი ძმა გაამართლე და თქვი, რომ მუდამ შენ ცდები. ამას ეწოდება სიმდაბლე.
თემა: ლოცვა, თავმდაბლობა, მდუმარებაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
ადამიანი, რომელმაც შეაღწია თავის შინაგან არსებაში, სამგვარ საქმეს უნდა აქცევდეს ყურადღებას: სიმდაბლეს, უკიდურეს ყურადღებას, უცხო ფიქრებზე წინააღდგომას და ლოცვას. სიმდაბლეს – იმიტომ, რომ ჩვენ წინააღმდგომად გვყავს ამპარტავანი სულები, ყოველთვის გვქონდეს გულში ქრისტესადმი სასოება, რამეთუ უფალს არ უყვარს ამპარტავანი. ყურადღებას – იმიტომ, რომ გული მუდამ თავისუფალი გვქონდეს ყოველგვარი უცხო აზრისაგან თუნდაც კეთილად გვეჩვენებოდეს ის. წინააღდგომა იმიტომ, რომ როგორც კი გონება განჭვრეტს, თუ ვინ არიან მოსულნი, მაშინვე ზიზღით დაუპირისპირდეს მათ, როგორც ნათქვამია „და მიუგო მაყვედრებელთა ჩემთა სიტყვა, რამეთუ მე სიტყვასა შენსა ვესავ“. ლოცვა – იმიტომ რომ წინააღდგომის შემდეგ გულის სიღრმიდან შევღაღადოთ ქრისტეს საშველად და მაშინ თვით დავინახავთ როგორ გაიფანტება მტერი სათაყვანებელი იესოს სახელით, თავისი ოცნებებით როგორც მტვერი ქარისაგან, და როგორც ბოლი გაქრება.
იესოს ლოცვაში ვაიძულოთ თავი!
ჩვეულებრივი საეკლესიო და პირადი ლოცვების აღსრულების ჩვევის გამომუშავება.
ლოცვისმიეწრი აზრებისა და გრძნობების გონებით და გულით შეთვისება.
უწყვეტი ლოცვა. იესოს ლოცვა ყველა აღნიშნულ ხარისხს მიესადაგება, მაგრამ მისი ნამდვილი ადგილი განიწყევეტ ლოცვაშია. მთავრაი პირობა ლოცვაში წარმატების მისარწევად არის ვნებებისაგან გულის გაწმედა და ყველანაირი შეგრძნებებისა და ყოველგვარი ლტოლვებისაგან განთავისუფლება.
ამის გარეშე ლოცვა მუდამ პირველ საფეხურზე, ანუ წაკითხვის დონეზე რჩება. გულის გაწმედის შესაბამისად წაკითხულო ლოცვები თანდათან გადადის გონიერ-გულისმიერში, ხოლო როცა გული სრულიად დაიწმიდება, მაშინ მკვიდრდება მოუკლებელი ლოცვა. როგორ იმოქმედოთ? - ტაძარში მსახურების მიმართ ყურადღებით იყავით და გაითავისეთ ის აზრები და გრძნობები, რომლებიც ღვთისმსახურებიდან მოგეწოდებათ. სახლში ლოცვითი აზრები და გრძნობები აღაგზნეთ და დააკავეთ ისინი იესოს ლოცვის მეშვეობით.
თემა: განუწყვეტელი ლოცვა, იესოს ლოცვაავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
იესოს ლოცვაში მხატვრული დასაქმება... ყურადღებით გულში მისი აღსრულება ან სვლა ღვთის ხსოვნით მარტივია, ჩვენი შრომის არსია და მას თავისთავად თავისი ბუნებრივი არამადლისმიერი ნაყოფები აქვს. ეს ნაყოფებია: აზრების მოკრება, მოკრძალება და ღვთის შიში; სიკვდილის ხსოვნა, გულისთქმების მოკვდინება და გულის შესამჩნევი სითბო. ეს ყველაფერი შინაგანი ლოცვის ბუნებრივი ნაყოფებია. ეს ყველაფერი კარგად უნდა დავიმახსოვროთ, თავი რომ არ მოვიწონოთ და სხვათა წინაშე არ დავიწყოთ ქედმაღლობა. სანამ მხოლოდ ბუნებრივი ნაყოფები გვაქვს, მანამდე, საქმის არსიდან და ღვთის სამართლიდან გამომდინარე, გროშის ფასადაც არ ვღირვართ. ფასი მაშინ დაგვედება, როცა მადლი მოვა, რამეთუ მისი მოსვლა იქნება ნიშანი იმისა, რომ ღმერთმა მოწყალე თვალით მოგვხედა... კერძოდ, რაში მჟღავნდება მადლის მოქმედება, მე არ ძალმიძს აგიხსნათ; მაგრამ ერთი რამ უეჭველია, სანამ არ წარმოჩინდება შინაგანი ლოცვის ზემოთ აღნიშნული ნაყოფი, მანამდე არც მადლი მოვა.
7. რისი შობაც ძალუძს ორმაგ შიშს, – კერძოდ, ერთი მხრივ, ღვთისგან მიტოვებულობებს და, მეორე მხრივ, განსაცდელთა განმსწავლელობით შემთხვევებს, – ესაა ყურადღების ზედამხედველობითი გახშირებულობა (ე.ი. საკუთარ მოქმედებათა მუდმივად მაკონტროლებელი და გარეგან საცთურთა უკუმგდები ყურადღება) იმ ადამიანის გონებაში, რომელიც ცდილობს, რომ წყარო დაუხშოს უკეთურ გულისზრახვებსა და საქმეებს. სწორედ ამის გამოა მიტოვებულობანიც და ღვთისგან მომდინარე მოულოდნელი განსაცდელებიც, რათა გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება (ეს განსაკუთრებით ეხება იმათ, რომლებმაც გასინჯეს ამ სიკეთის – გახშირებული ყურადღებიანობის და უყურადღებონი გახდნენ). ამასთან, ყურადღების გახშირებულობა შობს ჩვევას და ჩვევა – მღვიძარების ბუნებისეულ რამ მუდმივობას. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი, თვისებისამებრ, შეუმჩნევლად შობს ბრძოლის განჭვრეტას, რასაც მოჰყვება გამუდმებულად იესოს ლოცვა, გონების არაზმანებითი ტკბილი დაწყნარებულობა და იესოსგან შემყარებული მდგომარეობა.
თემა: ყურადღებაავტორი: წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)
თემა: ლოცვა, იესოს ლოცვა, გრძნობებიავტორი: მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო: მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის