წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, ამონარიდები
671. კიდევ ერთმა, ამსოფლიური სიბრძნის მასწავლებელმა, ქრისტესმოყვარე კაცმა, იმავე დიდ ბერს ჰკითხა: ექნება თუ არა მას კეთილდღეობა იმ შემთხვევაში, თუ ის სხვა უფრო მაღალ ღირსებას მიიღებს? დიდმა ბერმა მას უპასუხა:
670. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე დიდ ბერს ჰკითხა: როგორ მოვიქცე, რამეთუ ადვილად მატყვევებენ ვნებები?
669. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა დიდ ბერს ჰკითხა: სასარგებლოა თუ არა ცოლის მიტოვება მონაზვნად აღკვეცის განზრახვის გამო?
668. როდესაც აუცილებელია ქალებთან საუბარი, როგორ მოვიქცე და როგორ ვილაპარაკო? მითხარი, ღვთისმოსაობის ან თანაგრძნობის საბაბით, გამართლებულია თუ არა მათ საქმეებში მონაწილეობის მიღება?
666. ზოგჯერ, როდესაც რომელიმე ადამიანს ვხვდები, ვნებით ვუყურებ მას და სული მიწყლულდება. თუ მასთან ლაპარაკი აუცილებელია, თვალს ვერ ვუსწორებ და ამით აზრს ვაწვდი, რომ მძულს ის. ისეც ხდება, რომ მისი შეხედვა არ შემიძლია და თვალებს ვხუჭავ. ყოველივე ამის გამო ვწუხვარ და არ ვიცი როგორ მოვიქცე. ილოცე ჩემთვის მეუფეო და შენი კაცთმოყვარებით სიცოცხლის სიტყვა მომაწოდე და მიმკურნალე იხილეთ სრულად
665. როდესაც დავინახავ, რომ ვიღაცა სიწმიდეს შეურაცხყოფს, ან წმინდა სარწმუნოებას გმობს, მაშინ თითქოსდა მოშურნეობის გამო ვღშფოთდები მასზე. რას ნიშნავს ეს?
660. სხვა ქრისტესმოყვარე კაცს ურგები მონა ჰყავდა, რომელიც გაიქცა მისგან, რაღაც დროის შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა; იმ კაცმა ბერს, იოანეს ჰკითხა, მიეღო ის თუ არა. როდესაც ბერმა უთხრა არ მიიღოო, მსახური გამოსწორდა, მაგრამ ბატონს მისი გაშვება სურდა და კიდევ ერთხელ გაუგზავნა ბერს ამ საკითხზე შეკითხვა იხილეთ სრულად
659. თუკი რომელიმე წმინდა მამა, ვისაც ფრიად ვენდობი, რომელიღაც საქმეში ძალაუფლების გამოყენებას მიბრძანებს, ხოლო მე სამართლიანად არ მეჩვენება ეს, როგორ უნდა მოვიქცე, რომ მოცემული მცნება არ დავარღვიო?