ნუ, ძმანო საყვარელნო! თქვენ განეკრძალენით სიტყვათა ბოროტთა და საძაგელთა, რომელთა მიერ წარწყმდების სული კაცისა, და ნუ შეიქმთ პირთა თქვენთა ჭურჭელ სიბილწისა, რომელ უსაძაგლეს არს ორმოთა სანეშტეთასა, სადა განვლენ კაცნი განსავალით, რამ...
იხილეთ სრულად
ნუ, ძმანო საყვარელნო! თქვენ განეკრძალენით სიტყვათა ბოროტთა და საძაგელთა, რომელთა მიერ წარწყმდების სული კაცისა, და ნუ შეიქმთ პირთა თქვენთა ჭურჭელ სიბილწისა, რომელ უსაძაგლეს არს ორმოთა სანეშტეთასა, სადა განვლენ კაცნი განსავალით, რამეთუ ორმოთა მათ პირნი იძულებითა კაცთათა შეიბილწების, ვინაითგან შთააგდებენ სკორეთა, ხოლო პირი მაგინებელთა თვით ნებსით თვისით შეიგინების, სადამცა არს სიმყრალე, შეჰკრებს და გამოუტევებს.
აწ თქვენ, საყვარელნო ღმრთისანო, პირნი...
link
იხილეთ, ჰოი მაგინებელნო, ვითარ მრავალნი ბოროტნი ქმნნა გინებამან ერთმან - ცოდვა მრავალი და მცირემან დიდი!
ამისატვის მიუწერს მოციქული პავლე კორინთელთა: "არცა ამპარტავანთა, არცა მაგინებელთა, არცა მპარავთა, არცა მემრუშეთა სასუფე...
იხილეთ სრულად
იხილეთ, ჰოი მაგინებელნო, ვითარ მრავალნი ბოროტნი ქმნნა გინებამან ერთმან - ცოდვა მრავალი და მცირემან დიდი!
ამისატვის მიუწერს მოციქული პავლე კორინთელთა: "არცა ამპარტავანთა, არცა მაგინებელთა, არცა მპარავთა, არცა მემრუშეთა სასუფეველი ვერ დაიმკვიდრონ".
ვაი მაგინებელთა, რომელნი თანაზიარ არიან ამპარტავანთა და მემრუშეთა და მპარავთა! უფროისად გინებულ იქმნებიან გინების მოყვარენი, ვინაითგან მოციქული განაყენებს სასუფევლისაგან და უცხო ჰყოფს პირისაგან ღმრთისა....
link
ვამცნებ მაგინებელთა მათ, რომელნი მარადის აღავსებენ პირთა მათთა საღნიოშითა, ვითარცა რა აღავსოს გოდორი მეცხენემან ჩონჩორიკითა გარე განყრად დღე ყოველ, რათამცა მოიკვეთნენ და რაღარა აშრომდენ ენათა თვისთა გინებითა.
რამეთუ ღმერთმ...
იხილეთ სრულად
ვამცნებ მაგინებელთა მათ, რომელნი მარადის აღავსებენ პირთა მათთა საღნიოშითა, ვითარცა რა აღავსოს გოდორი მეცხენემან ჩონჩორიკითა გარე განყრად დღე ყოველ, რათამცა მოიკვეთნენ და რაღარა აშრომდენ ენათა თვისთა გინებითა.
რამეთუ ღმერთმან პირნი კაცისანი შექმნნა სადიდებელად თვისა, რათა დღე ყოველ იკითხავდეს და აქებდეს ღმერთსა, რომელმან დაბადა და მისცა გულისხმისყოფა, რათამცა განარჩიოს კეთილი ბოროტისაგან და მით დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა და თანამოდასე იქმნეს ან...
link
ვაი მაგინებელთა, რამეთუ გინებისა უფრორე განმაცოფებელ არს ჯოჯოხეთად შთასვლა, რაჟამს მაგინებელსა კაცსა ედებოდეს ალი ცეცხლისა, აყვედრებდნენ და აგინებდნენ საკვირველითა და შესაძრწუნებელითა გინებითა ეშმაკნი წყეულნი, მოეკიდებოდეს ბაგეთა...
იხილეთ სრულად
ვაი მაგინებელთა, რამეთუ გინებისა უფრორე განმაცოფებელ არს ჯოჯოხეთად შთასვლა, რაჟამს მაგინებელსა კაცსა ედებოდეს ალი ცეცხლისა, აყვედრებდნენ და აგინებდნენ საკვირველითა და შესაძრწუნებელითა გინებითა ეშმაკნი წყეულნი, მოეკიდებოდეს ბაგეთა გველნი, მსგავსნი ალისანი, უცემდნენ ღრიანკალნი გესლოვანნი ღრძილთა მათთა და ვეშაპნი ცეცხლისანი სწოვდნენ ენათა მათთა და ჯოჯოხეთისა სიმყრალე აღავსებდეს სასათა მათთა. კვალად წარიყვანებოდნენ ეშმაკნი ბოროტნი და დამოჰკიდებდნენ ...
link
გინება აღაშფოთებს გონებასა კაცთასა, გინება მიუღებს საცნობელსა ბრძენთასა, გინება მოამზადებს ცემად ხელთა ყვრიმალთათვის და შეჰკრავს მჯიღთა ქედთა და ღაწვთათვის, გინება მომუხვავს ფრჩხილთა და თითთა მოფხვრად თმათა და მოგლეჯად წვერთა, გინ...
იხილეთ სრულად
გინება აღაშფოთებს გონებასა კაცთასა, გინება მიუღებს საცნობელსა ბრძენთასა, გინება მოამზადებს ცემად ხელთა ყვრიმალთათვის და შეჰკრავს მჯიღთა ქედთა და ღაწვთათვის, გინება მომუხვავს ფრჩხილთა და თითთა მოფხვრად თმათა და მოგლეჯად წვერთა, გინება განმარტებს მკლავთა და მოჰმზადებს დაკვრად კვერთხთა, გინება განვლესს ხრმალთა და ამახვავს ლახვართა, გინება დასთხევს სისხლთა და იქმს კაცთა წყლვასა და სიკვდილსა.
ამისთვის უკვე დასწერს პეტრე მოციქული პირველსა კათოლიკესა ში...
link
არცა გასმიესა მაცხოვრისა მიერ – მწყევართა შენთა აკურთხევდე და მაგინებელთა შენთა ულოცვიდეო? ხოლო მაგინებელი პირველად მადლობისათვის ღმრთისა შექმნილსა ჭურჭელსა ჭურჭელ საღნიოშოთათვის ჰყოფს და მეორედ დამხსნელ ქრისტეს მცნებათაისა იქმნებ...
იხილეთ სრულად
არცა გასმიესა მაცხოვრისა მიერ – მწყევართა შენთა აკურთხევდე და მაგინებელთა შენთა ულოცვიდეო? ხოლო მაგინებელი პირველად მადლობისათვის ღმრთისა შექმნილსა ჭურჭელსა ჭურჭელ საღნიოშოთათვის ჰყოფს და მეორედ დამხსნელ ქრისტეს მცნებათაისა იქმნების. სთქუთ რა-მე უნდა ეყოს ღმრთისა მიერ მაგინებელთა, ვინაითგან მადლობა ღმრთისა დაუტევე და მცნებასა ქრისტესსა დამსხნელ ექმნა? და ნაცვლად მადლობისა ღმრთისა შეიკრებენ გონებათა ბილწთა და წარმწყმედელთა სულისათა და განშორებულთა...
link
ჰოი, ცოდვილნო მოქცეულნო, ნეტარ ხართ ჭეშმარიტად! და დავითცა სამართლად გნატრით, ვინაითგან მარავლმოწყალემან ღმერთმან არა ადრე მოავლინა თქვენ ზედა სიკვდილი და სულგრძელ გექმნა, და აწ სინანულად მოხველ და ღმრთისა მიხვალთ.
ჰოი, ცოდვ...
იხილეთ სრულად
ჰოი, ცოდვილნო მოქცეულნო, ნეტარ ხართ ჭეშმარიტად! და დავითცა სამართლად გნატრით, ვინაითგან მარავლმოწყალემან ღმერთმან არა ადრე მოავლინა თქვენ ზედა სიკვდილი და სულგრძელ გექმნა, და აწ სინანულად მოხველ და ღმრთისა მიხვალთ.
ჰოი, ცოდვილნო, იცან თავი შენი და შენცა ადრე ჰყავ მოქცევა ცოდვისაგან და მისვლა სინანულით მამისა ღმრთისა, რომელსა მართალი უყვარს და ცოდვილსა სწყალობს, და შეინანეთ, რათა არა გეწიოსთ სიკვდილი.
link
ქვეყანა უძრავი და უხმო იწყებს ძრვასა და განჰყრის შარშანდელთა მდელოთა, ხმელთა და დამპალთა, და შეიმოსს მწვანეთა შვენიერთა. შენცა განიღვიძე უძრავისა მისგან ძილისა და იწყე ძვრად აღმოცენებად ნაყოფთა და განაბნიე განხმელი და დამპალი, ძოღ...
იხილეთ სრულად
ქვეყანა უძრავი და უხმო იწყებს ძრვასა და განჰყრის შარშანდელთა მდელოთა, ხმელთა და დამპალთა, და შეიმოსს მწვანეთა შვენიერთა. შენცა განიღვიძე უძრავისა მისგან ძილისა და იწყე ძვრად აღმოცენებად ნაყოფთა და განაბნიე განხმელი და დამპალი, ძოღან ნაქმარი ცოდვა, და შეიმოსე მწვანე მშვენიერი, რომელ არს სინანული, და მიისწრაფე სადა დავითს გული უთქუმიდა და იტყოდა: "ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრო მე".
link
ფრინველიცა გაჰყრიან, რა განერყვნას და დაუწიკვლდეს ნაკრტენთა თვისთა, და ახალთა და კეთილთა შეიმოსენ. შენცა ნუ უდარეს იქმნები ფრინველთა და განიყარე ფიცხელნი და მწიკვლევანი ვნებანი და კეთილი სინანული შეიმოსენ.
მამა ზაციური მოგელის, ცოდვილო, სინანულად ძე, ზვარაკად წოდებული, განმზადებულ არს შენთვის დაკლვად, სული წმიდა მზა არს შემოსად სამოსლისაებრ, განცხრომა და სიხარული ანგელოზთა განწესებულ არს ცოდვათა მოქცევისათვის, დავით წინასწარმეტყველ...
იხილეთ სრულად
მამა ზაციური მოგელის, ცოდვილო, სინანულად ძე, ზვარაკად წოდებული, განმზადებულ არს შენთვის დაკლვად, სული წმიდა მზა არს შემოსად სამოსლისაებრ, განცხრომა და სიხარული ანგელოზთა განწესებულ არს ცოდვათა მოქცევისათვის, დავით წინასწარმეტყველი გნატრისთ წინასწარ.
მოვედით, ცოდვილნო, მოისწრაფეთ უფლისა მიმართ, დაუტევენით ძველნი იგი ნაქმარნი თქვენნი! საქმით ხოლო ნურღარა იქმთ, არამედ ხსენებით მარადის გახსოვდესთ ბოროტის მოქმედება თქვენი და სულთქმით იტყოდეთ წინაშე უ...
link