ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ბაგეებზე ლოცვა გაქვს? მადლიც იქვეა!
ბაგეებზე ლოცვა გაქვს? მადლიც იქვეა. მაგრამ ბაგეებიდან ლოცვამ გონება უნდა გაიაროს და გულში ჩავიდეს. ამას კი დიდი შრომა და დრო სჭირდება.
თემა: იესოს ლოცვა, მადლი, გული, გონებაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
ბევრი შრომა და სულგრძელებაა საჭირო მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ამპარტავნების ძველი საძირკველი და არ დაიდება სხვა საფუძველი - სიმდაბლე და ქრისტესმიერი მორჩილება. მაგრამ უფალი, რომელიც ხედავს როგორც პირველთა, ისე მეორეთა შრომასა და განზრახვას, მათზე ისეთ განსაცდელს უშვებს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს მათ ვნებას და თავისი მოწყალებით მათაც აცხონებს, "ყოველთა ცხონების მნებებელი". შენ კი განსაჯე, ვის უნდა ემსგავსო.
ყველაზე უმჯობესი ის იქნებოდა, რომ ყველა კეთილი ზნის ყოფილიყო, მდაბალი და მორჩილი. მაგრამ თუ ვინმე რკინაზე უხეში ბუნებისა აღმოჩნდა, სასოს ნუ წარიკვეთს.
ბრძოლაა საჭირო, მაგრამ ღვთის მადლით მას შეუძლია გაიმარჯვოს. ღმერთი კი უსამართლო როდია, რომ ერთის ნაცვლად სხვა მოითხოვოს. როგორც უბოძა ნიჭები, ისევე მოითხოვს უკუგებასაც. შექმნის დასაბამშივე სამ ნაწილად დაყო ადამიანები, ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი, მესამეს - ერთი
თემა: ამპარტავნება, ქედმაღლობა, თავმდაბლობაავტორი: იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა
ვიფხიზლოთ და ვუდარაჯოთ გულისსიტყვებს, რამეთუ დაცემა მათგან იწყება; საწყისშივე მხნედ შევებრძოლოთ და ნუ მივცემთ ნებას, რომ ჩვენი უდებების გამო ჩვენში დამკვიდრდნენ. ოცნებები გამოჩენისთანავე განვაგდოთ, შევრისხოთ ისინი, ხელთ ვიპყრათ სულიერი მახვილი - სახელი ღვთისა: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე". და იესო ტკბილიც, მოხმობისთანავე ჩვენს შემწედ მოდის და დემონებიც მაშინვე უკუიქცევიან. ვილოცოთ არა უდებებით, არამედ მხურვალედ და სულის სიღრმიდან შევღაღადოთ: "მოძღუარ, მიშველე, წარვწყმები" (ლუკ. 8, 24). თუ ღვაწლს თავიდანვე შევუდგებით, დიდი შრომა არ დაგვჭირდება. მაგრამ თუ გულისსიტყვებს უყურადღებოდ მივატოვებთ და ისინი განმტკიცდებიან, მაშინ ღვაწლიც დიდი დაგვჭირდება - ხშირად დავიძლევით და იარები დაგვაჩნდება. მაგრამ ოდეს ისევ აღვსდგებით და მოვუხმობთ, კვლავ გვეწვევა კეთილი მენავე - იესო და ჩვენს ხომალდს წყნარი და უღრუბლო ნავსაყუდელისკენ წარუძღვება.
ინარჩუნებთ სითბოთი განმსჭვალულ ადრინდელ მდგომარეობას? უნდა შეინარჩუნოთ: მისი საფუძველი სიმდაბლეა. როგორც კი მოიკლებს სიმდაბლე, გეწვევათ სიცივე. რამეთუ, როდესაც სული იწყებს საკუთარი თავის რაიმედ შერაცხვას, უფალი მაშინვე ტოვებს მას და მარტოდ დარჩენილი, ის თავისთავად ცივდება. ენა თუ ამბობს - "მე არარაობა ვარ", - ეს არაფერს ნიშნავს, თუ გული არ განიცდის საკუთარ არარაობას. ასეთ განცდას უყურადღებოდ არ ტოვებს უფალი, რომელიც არაფრისაგან ქმნის და აღაშენებს ყველაფერს. სითბოს ღმერთი მოგცემთ, ხოლო შრომა თავად მოგიწევთ.
ეს შრომა, როგორც ითქვა, გულისხმობს სიმდაბლეს, ყურადღებას და გულის სიღრმეში ღვთისადმი მტკივნეულ შევრდომას განუშორებლად, ყოველგვარი საქმისა და სიტყვის, მოძრაობისა და ჯდომის, სახლში თუ ტაძარში ყოფნის დროს. ღმერთი განგაბრძნობთ! იკითხეთ წმიდა წიგნები, სასიკეთოდ გაიაზრეთ, შეითვისეთ და ყველაფერი თქვენს ცხოვრებას და სულს მიუსადაგეთ.
ჩვენ რას წარვადგენთ?
მოწამეები ღვთის წინაშე კეთილმორწმუნეობის ნაყოფად საშინელ სატანჯველებს წარადგენენ, აღმსარებლები – წმინდა აღმსარებლობას, წმინდა მღვდელმთავრები ერესებთან ბრძოლაში გაწეულ შრომას, ღირსი მამები – ასკეტურ ღვაწლს; ჩვენ, პირველად კი მე, რას წარვადგენთ? თუმცა, თუ ქრისტეს სიყვარულისთვის მორჩილებას აღვასრულებთ და საკუთარ ნებას უარვყოფთ, ჩვენც გამოვიღებთ ღვთისთვის მისართმევ ნაყოფს, რომ მის წინაშე ზარმაცი მონებივით ხელცარიელნი არ წარვდგეთ.
თემა: მორჩილება, წმინდანები, საკუთარი ნების უარყოფაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
27. გულსმიერი მყუდროების სახედ და ნიმუშად, ჰოი ადამიანო, მუდამჟამს იყოს შენთვის, თუკი გსურს იღვაწო, პატარა მწერის – ობობას მაგალითი, ხოლო თუ ეს ასე არ არის, მაშ ჯერაც არ გქონია, როგორც საჭიროა, მყუდროება გონებისა. ობობა პატარა ბუზებზე ნადირობს, შენ კი, თუ ამგვარადვე მყუდროებ, დამაშვრალი თვით შენს სულში (ობობასთან პარალელი იმას გულისხმობს, რომ ეს მწერი, მიუხედავად მუდმივი შრომა–გარჯისა ანუ დამაშვრალობისა, ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებს და მდუმარებაშია, მყუდრორებაშია, რასაც უნდა ემსგავსოს სულიერად მოღვაწე), ნუ დაცხრები ბაბილონელ ყრმათა (ე.ი. უკეთურების ნაშიერთა, უკეთურ გულისზრახვათა) ამოწყვეტისგან, რომ ამგვარი მკვლელობის გამო ნეტარგყოს შენ სულიწმინდამ დავითის პირით (შდრ. „ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ! ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა“ (ფს. 136.9).
თემა: მდუმარებაავტორი: წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)
არ მოუძლურდე და გულისსიტყვები არ მიიღო. მუდმივად მოუხმე ქრისტეს. ვიდრე განსაცდელი გულისსიტყვას წარმოშობდეს შენს გონებაში, დაარღვიე იგი ლოცვით. არ დატოვო იგი.
მაგრამ როცა შენ იტოვებ იმ უწმინდურებას, რასაც მტერი გესვრის, მცირე ხანში მასში ჩაგმარხავს. და შემდეგ როგორი ბრძოლაა საჭირო, რომ განიწმინდო! ამიტომ აიძულე თავი! შრომა და ტკივილი გმართებს და არა ოხუნჯობა! სისხლს დაანთხევს შენი გული. შესვამ ნაღველსა და შხამს და პოვებ თავისუფლებას, დატკბები.
მცირედ არ შერაცხო ბრძოლა. როგორც შეშლილი, უნდა შეჰღაღადებდე: "იესო ჩემო, მაცხოვნე! ყოვლადწმინდაო ღმრთისმშობელო შემეწიე!" დაე შენი ენა მანქანასავით მუშაობდეს: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" და როცა დაიღლები ხოლმე, ისეთი ნუგეში გეწვევა, როგორიც არასდროს გიგემია. ხოლო თუკი უქმად იქნები, ისე როგორც ახლა, და იზარმაცებ, არ განიკურნები უკუნისამდე
151. „დიდად იშვებს მშვიდობით“ (შდრ. ფს.36.11), თანახმად დავითისა, ის, ვინც არ არის პირმოთნე, ვინც განსჯის უსამართლობას თავის გულში ანთუ არ იღებს უკეთურ სულთა ხატებს და ხატთაგანვე სცნობს ცოდვას, რადგან მძულვარებით (აქ საუბარია იმის შესახებ, რომ უკეთურ ძალებს კეთილგანწყობილად არ უნდა მოვექცეთ ანუ როგორც ისინი არიან ჩვენდამი მძულვარებით განმსჭვალულნი, ამგვარივე მძულვარება და არაკეთილგანწყობა უნდა გვქონდეს ჩვენც მათ მიმართ) განსჯის და ასამართლებს მათ თავისი გულის მიწაში, საკადრისს მიუზღავს რა ცოდვას, რადგან დიდმა და მცოდნე მამებმა თავიანთ ზოგ შრომაში ეშმაკებსაც „ადამიანები“ უწოდეს მოაზრონეობის გამო. ასევეა სახარებაშიც, სადაც უფალი ამბობს, რომ უკეთურმა ადამიანმა გაკეთა ეს და ღვარძლი შეურია ხორბალს (შდრ. მთ. 13.28). ამასთან, „უკეთურების მოქმედთა მიმართ მყისვე როდი ვლინდება მამხილებლობა, რაც, თავის მხრივ, ხდება სწორედ მიზეზი იმისა, რომ შთავინთქმებით გულისზრახვებისგან.
თემა: გულის განწმენდაავტორი: წმ. ევსუქი ხუცესი
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)
თემა: გულმოდგინება, გულმხურვალებაავტორი: ღირსი ზოსიმე პალესტინელი
წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას
ვითარცა ქრისტემან განატარა ცხოვრება თვისი დიდსა შრომასა და აურაცხელსა მოღვაწეობასა შინა, ეგრეცა ჩვენც ვცდილობდეთ, რომ ცხოვრება ჩვენი განვატაროთ შრომითა, მოღვაწეობითა და მოთმინებითა. უფალი გვასწავლის ჩვენ, რომ თუ ვინმემ თავი თვისი დაზოგა შრომისა და მოღვაწეობისაგან, თუ ვინმე ამ ქვეყანაზედ დაემალა ყოველსა ღვაწლსა, ჭირსა და განსაცდელსა, და ნაცვლად შრომისა და მოღვაწეობისა, იწყო ძებნა ლხინისა და განცხრომისა, იგი წარსწყმედს სულსა თვისსა. იგი არა თუ მომავალსა საუკუნესა დაჰკრაგავს, არამედ აქაც გააფუჭებს და წარწყმედს თავის სულსა, ვინაიდან ამ ქვეყანაშიაც შრომა და მოღვაწეობა გაამტკიცებს და გაანათლებს კაცის სულსა, გარნა სიზარმაცე და განცხრომა – წაახდენს. კაცი, რომელი არ ზოგავს აქ თავის თავს, არ ემალება შრომასა და მოღვაწეობასა, არ მოეფერება თვის დაცემულ ბუნებასა, არამედ წარწყმედს, ესე იგი დასთრგუნავს, მოსპობს ხორციელსა ზრახვაას და გემოვნებასა, იგი ამით აცხონებს სულსა თვისსა.
თემა: ღვაწლიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი