ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

"ეძიებდით და ჰპოოთ" (მათე 7, 7; ლუკა 11, 9). რა უნდა ვეძიოთ? რა და ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა. ის ღვთის მადლით გვეძლევა, მაგრამ ჩვენი შრომაც აუცილებელია. რას მოითხოვს შრომა? ახლოსმყოფი ღმრთის მუდმივ ხსოვნას და შეგრძნებას. ამის მისაღწევად, გვირჩევენ მივეჩვიოთ იესოს ლოცვას: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე," და უწყვეტად ვიმეოროთ ღვთის მიმართ, რომელსაც გულში ან მის სიახლოვეს უნდა ვგრძნობდეტ. დადექი ყურადღებით გულში უფლის პირის წინაშე და თქვი: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი," - და არსებითად, სხვა არაფერი მოგეთხოვება... უმთავრესი ღვთისადმი გონებით და გულით ლოცვაა. ამასთანავე იცოდე, რომ გონებრივი ლოცვა არის ღვთის წინაშე დგომა არამარტო გონებით, არამედ სულთქმით, ხოლო იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე"... არის სიტყვიერი, გარეგანი ლოცვა.
ასეთი გზით ღვთის ხსოვნა გონებაში დაგიმკვიდრდება, ხოლო ღვთის ბრწყინვალება, როგორც მზე - სულში. დადე ცივი საგანი მზეზე, ის შეთბება. ასევე თბება სული ღვთის ხსოვნით, რადგან ღმერთი გონიერი მზეა, ხოლო თუ რა იქნება შემდგომში, თავად დაინახავ.
თავიდან იესოს ლოცვის უწყვეტ გამეორებას რომ მიეჩვიო, შრომაა საჭირო... დაიწყეთ და აზრებით უფალთან იყავით. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება... ეძიებდით და ჰპოოთ (მათე 7, 7; ლუკა 11, 9). რა

მხოლოდ გარეგნული ლოცვა საკმარისი არაა. ღმერთი გონებას აკვირდება, ამიტომ ის მონაზვნები, რომლებიც გარეგან ლოცვას შინაგანთან არ აერთებენ, არსით მონაზვნები არ არიან. განსაზღვრება ძალზედ სარწმუნოა! მონაზონი "განმარტოებულს" ნიშნავს. ვინც თავის თავში არ განმარტოებულა და საკუთარ თავში არ ჩაღრმავებულა, ასეთი მოღვაწის გონება უცილობლად იმყოფება ურიცხვი აზრების გნიასისა და ამბოხის შუაგულში, ყოველთვის თავისუფლად რომ ბრუნავს მის თავში, ხოლო თვითონ კი სნეულივით, ყოვლად უსარგებლოდ ამ ქაოსში დაეხეტება. ადამიანის საკუთარ თავში განმარტოება მხოლოდ ყურადღებიანი ლოცვის მაშვეობით, უპირატესად კი, ყურადღებიანი იესოს ლოცვის მეშვეობით აღესრულება.
უვნებლობის, სიწმიდის, ანუ რაც იგივეა, ქრისტიანული სრულყოფილების მიღწევა გონებრივი ლოცვის გარეშე შეუძლებელია: ამ საკითხში ყველა მამა ერთმანეთს ეთანხმება.
ჭეშმარიტი ლოცვის გზა ვიწროც არის, თუკი მოღვაწე მასზე შინაგანი ადამიანის მოღვაწეობის სურვილით შეაბიჯებს. როდესაც ის ამ გზის მართებულობას, აუცილებლობას და ცხოვნების შესაძლებლობას შეიგრძნობს, ანუ როცა შინაგან საუნჯეში შრომა ყველაზე სასურველი შეიქნება, მაშინ მისთვის ასევე სასაიამოვნო გახდება შეჭირვებული ცხოვრების გარეგნული წესი, რომელიც შინაგანი მოღვაწეობის სავანეს და საცავს წარმოადგენს. მხოლოდ გარეგნული ლოცვა საკმარისი არაა. ღმერთი

უფალი ხედავს შენს საჭიროებებს და შრომას. გამოგიწვდის დახმარების ხელს, გაგამაგრებს და გაგაძლიერებს ისე, როგორც საბრძოლველად გამზადებულ მეომარს. აი, ვის უნდა დაეყრდნო! სულს ხიფათი მაშინ ელის, როდესაც ის საყრდენის პოვნას საკუთარ თავში ცდილობს; მაშინ ის ყველაფერს კარგავს. ისევ დაეუფლება მას ბოროტება, ისევ დაბნელდება მასში არსებული ჯერ კიდევ სუსტი სინათლე და ჩაქრება მასში ძლივს დანთებული კოცონი. სული თუ აცნობიერებს თავის უძლურებას, ნუღარაფერს მოელის საკუთარი თავისაგან. დაე, დამცირებული დაემხოს ღვთის წინაშე; დაე, თავის გულში არარაობად შერაცხოს საკუთარი თავი. მაშინ ყოვლისშემძლე მადლი ამ არარაობიდან ყველაფერს შექმნის მასში. ვინც უკიდურესი უღირსების განცდით მიაბარებს თავს ღმერთს, ის მიიზიდავს გულშემატკივარს და მისი ძალით განმტკიცდება. თუ ყველაფერს ღვთისაგან მოველით, ხოლო საკუთარი თავისაგნ აღარაფერს, მაინც უნდა ვემზადოთ ქმედებისათვის, ჩვენი ძალების შესაბამისად, რათა მოვიპოვოთ ის, რასაც უნდა მიეახლოს ღვთაებრივი შემწეობა, გვქონდეს ის, რაც უნდა მოიცვას ღვთაებრივმა ძალამ. მადლი კი წარმოჩნდა, მაგრამ ის მხოლოდ ჩვენს მცდელობასთან თანხმობით იმოქმედებს და ჩვენს უძლურებას თავისი ძალით აღავსებს. ასე რომ, საკუთარი უღირსების განცდით ურყევად ჩაბარდი ღვთის ნებს და თავადაც იმოქმედე დაუზარებლად უფალი ხედავს შენს საჭიროებებს და შრომას.

უფალი ხედავს შენს საჭიროებებს და შრომას. გამოგიწვდის დახმარების ხელს, გაგამაგრებს და გაგაძლიერებს ისე, როგორც საბრძოლველად გამზადებულ მეომარს. აი, ვის უნდა დაეყრდნო! სულს ხიფათი მაშინ ელის, როდესაც ის საყრდენის პოვნას საკუთარ თავში ცდილობს; მაშინ ის ყველაფერს კარგავს. ისევ დაეუფლება მას ბოროტება, ისევ დაბნელდება მასში არსებული ჯერ კიდევ სუსტი სინათლე და ჩაქრება მასში ძლივს დანთებული კოცონი. სული თუ აცნობიერებს თავის უძლურებას, ნუღარაფერს მოელის საკუთარი თავისაგან. დაე, დამცირებული დაემხოს ღვთის წინაშე; დაე, თავის გულში არარაობად შერაცხოს საკუთარი თავი. მაშინ ყოვლისშემძლე მადლი ამ არარაობიდან ყველაფერს შექმნის მასში. ვინც უკიდურესი უღირსების განცდით მიაბარებს თავს ღმერთს, ის მიიზიდავს გულშემატკივარს და მისი ძალით განმტკიცდება. თუ ყველაფერს ღვთისაგან მოველით, ხოლო საკუთარი თავისაგნ აღარაფერს, მაინც უნდა ვემზადოთ ქმედებისათვის, ჩვენი ძალების შესაბამისად, რათა მოვიპოვოთ ის, რასაც უნდა მიეახლოს ღვთაებრივი შემწეობა, გვქონდეს ის, რაც უნდა მოიცვას ღვთაებრივმა ძალამ. მადლი კი წარმოჩნდა, მაგრამ ის მხოლოდ ჩვენს მცდელობასთან თანხმობით იმოქმედებს და ჩვენს უძლურებას თავისი ძალით აღავსებს. ასე რომ, საკუთარი უღირსების განცდით ურყევად ჩაბარდი ღვთის ნებს და თავადაც იმოქმედე დაუზარებლად. უფალი ხედავს შენს საჭიროებებს და შრომას.


ნუ იფიქრებთ, რომ ადვილია დიდი სათნოებების მიღწევა

შემართებით, გულმოდგინედ ილოცეთ. ნუ იფიქრებთ, რომ ასე ადვილია დიდი სათნოებების მიღწევა. თუ დაშვრებით, ოფლში გაიწურებით, ღმერთი დაინახავს თქვენს შრომასა და სიმდაბლეს და მოგმადლებთ ადვილად ლოცვის უნარს. შემართებით, გულმოდგინედ ილოცეთ. ნუ იფიქრებთ


ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა

სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი შრომა უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს და ამასთან, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყოველ დროს თავისი მახასიათებელი აქვს. იგი ამა თუ იმ მიმართულებას ხელს უწყობს, ან უგულებელჰყოფს. უნდა გავაცნობიეროთ, როგორია ჩვენი დროის შემოთავაზება, რომ ადვილად განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და ვუპასუხოთ მის გამოწვევებს. სწორად რომ ვიცხოვროთ, ფიზიკური

image
image თემა: შრომა,  დრო
ავტორი: ილია II

რატომ არის ამდენი ცოდვა, უსიყვარულობა?

რატომ არის ამდენი მკვლელობა, მტრობა, ქურდობა; საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, ხოლო შრომაში - უბარაქობა;
რატომ არის ამდენი ცილისწამება, გაუტანლობა, სიძულვილი, შფოთი, ღალატი; ასეთი შური, მრისხანება, ღვარძლი, სიცრუე;
რატომ ირღვევა ოჯახები, დაიკარგა სიყვარული, თაობათა შორის - პატივისცემა;
რატომ არის ამდენი ლოთი, ნარკომანი, მეძავი, მრუში;
რატომ კლავენ დედები შვილებს?!
იმიტომ, რომ მოიშალა საფუძველი ჩვენი ზნეობისა, დაიკარგა შიში უფლისა, განცდა ცოდვისა. რატომ არის ამდენი მკვლელობა, მტრობა, ქურდობა;


ხელქვეითთა მიმართ მოწყალებისათვის

ხელქვეითებთან ურთიერთობაში მოწყალება გამოიჩინე, ეცადე წყლულები კი არ მიაყენო, შრომა შეუბსუბუქო. ასვი, აჭამე, სამართლიანად მოექეცი. ღმერთი უთმენს, ღმერთმა იცის - იქნებ კიდევ დიდხანს მოუთმინოს. შენ კი ასე მოიქეცი: თუ ღმერთი პატიობს, შენც აპატიე. სულის მშვიდობა შეინარჩუნე, რათა ოჯახში ჩხუბი არ იყოს - მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ისააკი, აბრაამის ძე, არავისზე წყრებოდა, ჭებს მიწით რომ უვსებდნენ, არამედ განზე დგებოდა; მერე კი, როდესაც უფალმა ქერის ასმაგი მოსავლით აკურთხა, იგივე ხალხი ევედრებოდა, სტუმრად გვეწვიე ხელქვეითებთან ურთიერთობაში მოწყალება

რომელი ცოდვა ანადგურებს ყოველგვარ მადლსა და ღვაწლს?
იცოდე, რომ სახარებისეულმა უგუნურმა ქალწულებმა ყველაფერი შეასრულეს: ქალწულობა, ლოცვა, შრომა და ბევრი სხვა ღვაწლი. მაგრამ მხოლოდ ერთმა არაგულმოწყალებამ ყველა ეს მადლი გაანადგურა.
იცოდე, რომ სახარებისეულმა უგუნურმა ქალწულებმა

ნახა რა მაცდუნებელმან, რომელ იესო ქრისტე არ ემონება სხეულსა თვისსა, გამოსცვალა მანქანება თვისი და მიუდგა პირდაპირ სულიერითა გრძნობათა და მიდრეკილებათა. მან იფიქრა, რომელ, იქმნება იესო ქრისტეს ჰქონდეს სულში რომელიმე ამპარტავანება. მაშინ აღიყვანა მაცდუნებელმან იესო მაღალსა სართულსა, ანუ სახურავსა ტაძრისასა და უთხრა მას: უკეთუ შენ ხარ ძე ღვთისა, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქვეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი. გარნა ვერცა ამპარტავანება იპოვა მაცდურმან გულსა შინა მაცხოვარისასა. წერილ არს, უპასუხა მაცხოვარმან: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. აქედგანაც ისწავლე, ძმაო ჩემო, რომელ თუ მეტად თავის მომწონე ხარ, დიდი გული გაქვს და დიდი ჰაზრი შენს თავზე, მაცდური ისარგებლებს ამით და შთაგაგდებს რომელსამე ცოდვასა შინა სწორეთ ამის მსგავსი გამოცდა იქმნება ეშმაკისაგან, უკეთუ ერთმან ვინმემ იფიქრა თავის გულში: მე დიდი კაცის შვილი ვარო, ბევრი ყმები მყვანან, ჩემთვის სირცხვილია შრომა და მუშაობა; ანუ ვინმემ თუ იფიქრა, მე მდიდარი ვარ, საჭირო არ არის ჩემთვის მუშაობა; ანუ სხვამ ვინმემ იფიქრა, მადლობა ღმერთს მე წმიდათ ვატარებ ჩემ ცხოვრებას, ჩემში მტერი ვერ ნახავს სიცუდესა, ყოველი ესრეთი ჰაზრი ადგილს აძლევს ეშმაკსა მიახლებად და გამოცდად კაცისა. ნახა რა მაცდუნებელმან, რომელ იესო ქრისტე არ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3