სინანულის გრძნობა იფარავს მლოცველს ეშმაკის ყველა მზაკვრობისაგან; ეშმაკი გაურბის იმ მოღვაწეებს, რომლებიც სიმდაბლის სურნელებას გამოსცემენ. ეს სურნელება მონანულთა გულებში იშვება.
სულიწმიდა ძალიან ჰგავს საყვარელ დედას, მშობლიურს. დედას უყვარს თავისი შვილი და ეცოდება იგი, ასევე სულიწმიდას ვეცოდებით ჩვენ, გვპატიობს, გვკურნავს, გვაფხიზლებს, გვახარებს... და შეიმეცნება სულიწმიდა მორჩილებით ლოცვაში. ვისაც უყვარს ...
იხილეთ სრულად
სულიწმიდა ძალიან ჰგავს საყვარელ დედას, მშობლიურს. დედას უყვარს თავისი შვილი და ეცოდება იგი, ასევე სულიწმიდას ვეცოდებით ჩვენ, გვპატიობს, გვკურნავს, გვაფხიზლებს, გვახარებს... და შეიმეცნება სულიწმიდა მორჩილებით ლოცვაში. ვისაც უყვარს მტრები, იგი ჩქარა შეიცნობს უფალს სულიწმიდით, ხოლო ვისაც არ უყვარს, მასზე წერაც არ მინდა, მაგრამ მეცოდება იგი, რამეთუ თვითონაც იტანჯება და სხვასაც სტანჯავს, ვერც უფალს შეიცნობს.
სულში, რომელმაც უარყო ლოცვასთან ნეტარი კავშირი, მიატოვა ლოცვა და დატოვებულ იქნა ლოცვისაგან, ვნებები მძვინვარე ნაკადით შეიჭრებიან და დატბორავენ. ასეთ სულზე ვნებები განსაკუთრებულ ძალაუფლებას მოიპოვებენ, განსაკუთრებულ სიმტკიცეს, დაიბ...
იხილეთ სრულად
სულში, რომელმაც უარყო ლოცვასთან ნეტარი კავშირი, მიატოვა ლოცვა და დატოვებულ იქნა ლოცვისაგან, ვნებები მძვინვარე ნაკადით შეიჭრებიან და დატბორავენ. ასეთ სულზე ვნებები განსაკუთრებულ ძალაუფლებას მოიპოვებენ, განსაკუთრებულ სიმტკიცეს, დაიბეჭდებიან გულის გაქვავებითა და უსიცოცხლობით, ურწმუნოებით. სულში დემონები დაბრუნდებიან, ერთ დროს ლოცვით განდევნილები, დაბრუნდებიან ძველი გაძევების გამო გამძვინვარებულნი, დაბრუნდებიან დიდი გაშმაგებით და დიდი რაოდენობით...
რამ უნდა განაღვიძოს და განამტკიცოს ადამიანის გულში პატიოსნება? იმის შეგნებამ, რომ მას აქვს პატივი მინიჭებული ღმრთისაგან, უნდა ახსოვდეს საკუთარი ღირსება, თავისის ბუნების სიმაღლე და დიდება. კაცის ბუნებას შეუფასებელი ღირსება აქვს, რა...
იხილეთ სრულად
რამ უნდა განაღვიძოს და განამტკიცოს ადამიანის გულში პატიოსნება? იმის შეგნებამ, რომ მას აქვს პატივი მინიჭებული ღმრთისაგან, უნდა ახსოვდეს საკუთარი ღირსება, თავისის ბუნების სიმაღლე და დიდება. კაცის ბუნებას შეუფასებელი ღირსება აქვს, რადგან თვით შემოქმედმა ღმერთმა მისი ცხონებისა და განათლებისათვის თვით საკუთარი ძე არ დაზოგა და რადგან უფალმა იგი თავის ღმრთეებრივ ბუნებასთან შეაერთა. კაცობრივი ბუნების ასეთ სიმაღლეს კი ისე არაფერი ამდაბლებს, როგორც სიცრუე ...
შეიძლება კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ლოცვით ანთებული. ისიც შეიძლება, პირჯვარს ყოველ წამს იწერდეს, მაგრამ გულში ლოცვის მადლი არ ჰქონდეს. ვინც პირჯვარს დაუდევრად, უგემურად და დაზარებით იწერს, იგი მთელ...
იხილეთ სრულად
შეიძლება კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ლოცვით ანთებული. ისიც შეიძლება, პირჯვარს ყოველ წამს იწერდეს, მაგრამ გულში ლოცვის მადლი არ ჰქონდეს. ვინც პირჯვარს დაუდევრად, უგემურად და დაზარებით იწერს, იგი მთელ თავის ლოცვას წაახდენს. ზოგი ნახევარ პირჯვარს იწერს, ზოგი - მოკლეს, თითქოს გულზე სრული ჯვრის გამოხატვა რცხვენია; ზოგიერთი პირჯვრის წერის დროს აქეთ-იქით იყურება, ან ლაპარაკობს. ვინ დაიჯერებს, რომ ესენი მხურვალედ მლოცველნი...
სუფთა, წმიდა ლოცვა გულის შიგნით იზიდავს გონებას და ადამიანს მთლიანად კრებს, თვით მის სხეულსაც ერთიანად აქცევს. გონება ჩაძირული გულში, განუდგება ხოლმე სამყაროს და სული, მთელი ძალით ღმერთისკენ მსწრაფველი, შინაგან ლოცვაში – სინათლეზე...
იხილეთ სრულად
სუფთა, წმიდა ლოცვა გულის შიგნით იზიდავს გონებას და ადამიანს მთლიანად კრებს, თვით მის სხეულსაც ერთიანად აქცევს. გონება ჩაძირული გულში, განუდგება ხოლმე სამყაროს და სული, მთელი ძალით ღმერთისკენ მსწრაფველი, შინაგან ლოცვაში – სინათლეზე, რომელიც გამოდის ღმერთისაგან, ხედავს თავის თავს სრულიად განსაკუთრებული სახით. ხედავს იგი ამასთანავე არა გარეგნულ მოვლენებს და ცხოვრების პირობებს, არამედ საკუთარ თავს, გაშიშვლებულს თავის ბუნებაში და გახსნილს საკუთარ სიღრ...