მწუხარება სულის საშიში დაავადებაა! მას სულის საერთოდ მოკვდინება ძალუძს. ასეთ მწუხარებას ეკლესია მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს, რამეთუ მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ორი სახის მწუხარება: მწუხარება ღვთის გულისათვის, ცხონებ...
იხილეთ სრულად
მწუხარება სულის საშიში დაავადებაა! მას სულის საერთოდ მოკვდინება ძალუძს. ასეთ მწუხარებას ეკლესია მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს, რამეთუ მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ორი სახის მწუხარება: მწუხარება ღვთის გულისათვის, ცხონებისათვის სინანულს ბადებს და მწუხარება მიწიერი, რომელიც ბადებს სიკვდილს.
ისტორიულად მრავალი მაგალითია, როცა უფლის მოიმედე მისი სიმართლით, თავად უფალსვე შუადღის მზესავით ნათელი გაუხდია ადამიანთა წინაშე და სიმდაბლით დამთმენი უმეტეს პატივში აღუდგენია.
როგორც გონიერი სახლის მშენებელი ეძებს საძირკველს და სანამ კლდეს არ იპოვის, შენებას არ დაიწყებს, ასევე უნდა მოიქცეს ის კაციც, რომელსაც თვისი სულიერი სახლის შენება სურს, და სიმდაბლის საძირკველზე უნდა აღაშენოს იგი.
სიმდაბლე კაცის ცნობიერებისათვის ის არის, რაც ფესვი მცენარისათვის. თუ მცენარეს მთელი და მაგარი ფესვი აქვს, მისი რტოები მრავალგზის რომ მოჰკაფონ, ახალ რტოებს მაინც გამოიღებს. მსგავსადვე, თუ კაცს სულში მტკიცე სიმდაბლე აქვს, რაგინდ მრა...
იხილეთ სრულად
სიმდაბლე კაცის ცნობიერებისათვის ის არის, რაც ფესვი მცენარისათვის. თუ მცენარეს მთელი და მაგარი ფესვი აქვს, მისი რტოები მრავალგზის რომ მოჰკაფონ, ახალ რტოებს მაინც გამოიღებს. მსგავსადვე, თუ კაცს სულში მტკიცე სიმდაბლე აქვს, რაგინდ მრავალი ჭირი და განსაცდელი ეწიოს, იგი არ წარწყმდება.
მწუხარების ჟამს ყურადღება მიაქციე გულისსიტყვებს, რომლებიც განცხრომისკენ გვიბიძგებენ, რადგანაც ისინი მწუხარებაში გვანუგეშებენ და ჩვენთვის სასიამოვნოა ხოლმე.
მწუხარებს სული ჩემი ღმერთზე ყოველთვის და ლოცულობს დღე და ღამე, რამეთუ სახელი უფლისა ტკბილია და სასურველი მლოცველი სულისათვის და ათბობს სულს უყვარდეს ღმერთი.
ნუ დავმწუხრდებით მაშინ, როდესაც ცოდვით ვეცემით, არამედ ვიმწუხაროთ მაშინ, როდესაც ვრჩებით ცოდვაში, რადგან ეცემიან თვით სრულყოფილნიც, ხოლო ცოდვაში გამედგრება (ცოდვაში დარჩენა) - არის სრული სიკვდილი. წუხილი, რასაც დაცემის გამო განვიც...
იხილეთ სრულად
ნუ დავმწუხრდებით მაშინ, როდესაც ცოდვით ვეცემით, არამედ ვიმწუხაროთ მაშინ, როდესაც ვრჩებით ცოდვაში, რადგან ეცემიან თვით სრულყოფილნიც, ხოლო ცოდვაში გამედგრება (ცოდვაში დარჩენა) - არის სრული სიკვდილი. წუხილი, რასაც დაცემის გამო განვიცდით, მადლის მეოხებით ღვაწლად შეგვერაცხება.