სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
თუ რაიმე გიმძიმებთ სინდისს, აუცილებლად განიწმინდეთ იგი გულწრფელი მონანიებით. მოუნანიებელი მომაკვდინებელი ცოდვა არამარტო ჯოჯოხეთისკენ უმზადებს სულს გზას, არამედ სიცოცხლეშივე გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე. წმინდა მამა ბარსანოფ ოპტინელი ამბობდა: „ასე უჭირავს ეშმაკს ხელში კაპიტალი და მისგან პროცენტებსაც იღებს“.
სინანულის ცრემლი გულიდან გამონაჟონი სისხლია, ის ქათქათა თეთრი სამოსია, რომლითაც სული იმოსება
თემა: სინანულიავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ქადაგებები, სტატიები 1 - არქიმანდრიტი რაფაელი
ამპარტავანი ადამიანის განსახიერებები იყვნენ ძველი ფარისევლები. საეროდ, სახარებაში ჩვენ ჩვენი ყველა კითხვის პასუხს ვიპოვით, თუკი ყურადღებით წავიკითხავთ. პარისევლები მოელოდნენ მესიას, მაგრამ როცა იგი მოევლინა ქვეყანას, არ სცნეს. რატომ? - მათ, არსებითად არ სჭირდებოდათ მხსნელი, ვერ გრძნობდნენ თავიანთ საერთო საკაცობრიო დაცემას, სინანულის აუცილებლობას. ამიტომაც ქრისტე - სიყვარულისა და სინანულის მქადაგებელი - მათში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევდა, რაც შემდეგ გაბოროტებასა და სასტიკ სიძულვილში გადაიზარდა. ამაყ ადამიანს არ შეუძლია შეინანოს და, ამდენად, არც სულიერი განახლება და აღდგენა ძალუძს. ფარისევლებს მოსწონდათ საკუთარი თავი, თავიანთი წესები, მათდამი საყოველთაო პატივისცემას აუცილებლობასავით იღებდნენ, იფერებდნენ, მოძღვრებს რომ ეძახდნენ. ქრისტემ ამხილა ფარისევლები და უთხრა: ადამიანი ვისი მსახურიცაა, მასვე ემონება - ცოდვის მსახური ცოდვის მონაა და ანგვარი მონობა ყველაზე საშინელი და მტანჯველია
თემა: სინანულიავტორი: არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო: ქადაგებები, სტატიები 1 - არქიმანდრიტი რაფაელი
მრავალი გზაი გიჩუენა შენ სინანულისაი, რაითა განგამარჯოს შენ ზეცად აღსავალი. უკუეთუმცა ერთი ხოლო გზაი ეჩუენა შენდა, ნუუკუემცა ჰმიზეზობდი და სთქუ: ვერ შემძლებელ ვარ ამას გზასა მისლვად. ამისთვის მრავალი გზაი გიჩუენა შენ მრავალ-ფერთა სათნოებათაი განმარჯუებისათვის შენისა სლვად გზასა მშვიდობისასა.
უკუეთუ გქონან შენ მრავალნი ცოდვანი, თქუ ხოლო, ვითარმედ: ვცოდე, და აღიხოცნენ ყოველნი ცოდვანი შენნი, რამეთუ ესრეთვე ყო დავით წინასწარმეტყუელან და აჰხოცნა ცოდვანი თვისნი. ესე პირველი გზაი არს შემნდობელი ცოდვათაი, რომელ არს სიმდაბლე. და მეორე გზაი - იგლოვდ ცოდვათა შენთათვის
57. დაე, თითოეულმა უნებლიე მწუხარებამ გასწავლოს, გახსოვდეს ღმერთი და აღარასდროს გექნება სინანულის ნაკლებობა.
თემა: სინანულიავტორი: წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
წყარო: სულიერი სწავლებანი - წმინდა მარკოზ განშორებული
თუ კაცი მოეგო თავის თავს, ესე იგი ღრმად დაფიქრდა თავის უღირსებაზედ, თუ ცხოველად და პირუთვნელად წარმოიდგინა ყოველნი თვისნი ბოროტი სიტყვანი და საქმენი, არ შეიძლება სინანული არ აენთოს მას გულში.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
55. ცოდვილი ძნელად თუ შეინანებს გასაჭირის გარეშე, რადგანაც შეუძლებელია, ღვთის სამართალს დაემალო.
თემა: სინანულიავტორი: წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
წყარო: სულიერი სწავლებანი - წმინდა მარკოზ განშორებული
ვინემ კაცი არ მოიძულებს, არ მოიძაგებს თავის ცოდვას, არ ითქმის რომ იგი ჭეშმარიტად ნანობს და ჭეშმარიტად ჰსურს საუკუნოდ გაყრა ცოდვასთან, საუკუნოდ მისგან განშორება.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ერთი მიუცილებელი თვისება აქვს ჭეშმარიტს სინანულს. კაცი ჭეშმარიტად შემნანებელი მოიძაგებს თავის ცოდვას, ესე იგი არა თუ სწუხს მასზედ, არამედ კიდეც სძულს თავისი ცოდვა, და მაშასადამე, რასაკვირველია, უარჰყოფს მას, გააგდებს და ეზარება მისი არა თუ კიდევ აღსრულება, არამედ წარმოდგენაც.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი