ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლის შენის მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.
ნუ სცთებით, საყვარელნო, ნუ მიჰყოლიხართ სოფლისა ამის სიმუხთლესა, ნუ დაგივიწყებიესთ წარუვალი დიდება სასუფევლისა მის და ნეტარება ზეციური მცირისა და წუთისა ამის სოფლისათვის.
რასა ხედავთ სოფელსა ამას შინა კეთილსა განგძობილსა და ...
იხილეთ სრულად
ნუ სცთებით, საყვარელნო, ნუ მიჰყოლიხართ სოფლისა ამის სიმუხთლესა, ნუ დაგივიწყებიესთ წარუვალი დიდება სასუფევლისა მის და ნეტარება ზეციური მცირისა და წუთისა ამის სოფლისათვის.
რასა ხედავთ სოფელსა ამას შინა კეთილსა განგძობილსა და ბოროტსა ბოროტსა მოკლებულსა? უკეთუ დიდება მოგეცეს, სიმდიდრე შეგაწუხებს და მრავალნი გაჭირვებენ, ხოლო უკეთუ გლახაკ ხარ, გული გითქვამს სიმდიდრისათვის. უკეთუ გშიის, მუცელი გაშფოთებს, და უკეთუ განსძეღ, სტომაქი შესჭირდების მოდნობად....
როგორც ქვაშებმული ჩიტი ვერ აფრინდება, ასევე უწესრიგობით გარშემოჯარული სულიც ვერ შესძლებს გონებით მისწვდეს სულიერ მწვერვალებს, რამეთუ გული ჭაობის ლპობადი წყალივით მუდამ ხავსითა და მყრალი ანაორთქლითაა დაფარული.
სულიერი ადამიანისთვის ზეცაში არსებობს სამი სარკმელი: პირველში მორწმუნე გონება იყურება, მეორე სასოების მქონე გულისთვისაა, მესამე კი - მოსიყვარულე სულისათვის.
ის, ვინც მხოლოდ ერთ სარკმელში იყურება, მხოლოდ ზეცის მესამედს დაინახ...
იხილეთ სრულად
სულიერი ადამიანისთვის ზეცაში არსებობს სამი სარკმელი: პირველში მორწმუნე გონება იყურება, მეორე სასოების მქონე გულისთვისაა, მესამე კი - მოსიყვარულე სულისათვის.
ის, ვინც მხოლოდ ერთ სარკმელში იყურება, მხოლოდ ზეცის მესამედს დაინახავს, ვინც ერთდროულად სამში იყურება, მისთვის მთელი ზეცაა გახსნილი.
სულიერი მოქცევისათვის საჭიროა ღვთისმოსაური ღვაწლი, უფლის იმედთან და ნდობასთან შეერთებული. უბრალოებას ღვთისმოსაურ ღვაწლთან ერთად სულიერი სიმშვიდე და რწმენა მოაქვს და მაშინ სული იმედითა და სიხარულით ივსება. იმისათვის, რომ მებრძოლი გ...
იხილეთ სრულად
სულიერი მოქცევისათვის საჭიროა ღვთისმოსაური ღვაწლი, უფლის იმედთან და ნდობასთან შეერთებული. უბრალოებას ღვთისმოსაურ ღვაწლთან ერთად სულიერი სიმშვიდე და რწმენა მოაქვს და მაშინ სული იმედითა და სიხარულით ივსება. იმისათვის, რომ მებრძოლი გვირგვინით შეიმკოს, აუცილებელია მოთმინება, ღვთისმოსაობა და სულიერი სიმამაცე. სიმამაცე ღვთისმოსავი გულიდან იღვრება და თუ გული ქრისტესთვის იქმს რაიმეს, ეს მომქანცველი და მტკივნეული არ არის, რადგან ქრისტესთვის ტკივილი არის ს...
სულიერი მოღვაწეობა გულწრფელი სიყვარულით და მორჩილებით უნდა გამოირჩეოდეს. ვინაიდან, ვისაც ეს სამოსელი აცვია, მას ცხოვრების სიძნელეების არ ეშინია, არც სატანის მძულვარების, არც იმ სივერაგისა, რაც სატანის მთავარი იარაღია.