სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები

სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

უზომო ფიზიკური შრომა და მისგან გამოწვეული დაღლილობა და გაფანტულობა სიფხიზლეს განგვაშორებს და სულს აუხეშებს. განსაკუთრებით, თუ ეს სამუშაო სიჩქარით კეთდება, რადგან როცა იესოს ლოცვასა და სხვა სულიერ ვალდებულებებს ვტოვებთ, მაშინ მტერი თანდათან იპყრობს ჩვენს სულიერ სიმაღლეებს და გვებრძვის უკვე როგორც ხორცის, ასევე ზრახვების საშუალებითაც. მას მწყობრიდან გამოჰყავს ყველა ჩვენი ხორციელი და სულიერი ძალები და ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას არღვევს. ამის შედეგი კი ჩვენი სულის ვნებებით შეპყრობაა.
რაც შეეხება ზომიერ, გააზრებულ შრომას, - ის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით ახალდამწყებთათვის, რამეთუ ადამიანისათვის ორმაგი სიჯანსაღისა და ღვთის კურთხევის მომტანია. ასეთ შემთხვევაში ადამიანი არა მხოლოდ თავის თავს უზრუნველყოფს აუცილებელი სახმარით, არამედ შეუძლია სხვებსაც უწილადოს უზომო ფიზიკური შრომა და მისგან გამოწვეული

თუ ხელსაქმე ხმაურს წარმოშობს, მაშინ ფრიად სასარგებლოა დაბალ ხმაზე ფსალმუნთა გალობა, სანამ სული საღმრთო გამიჯვნას არ მიაღწევს – როცა მას უკვე ხმაური აღარ ესმის, ან ესმის, როცა ამას თავად მოისურვებს, ანდა, უფრო სწორად რომ გამოვთქვათ: როცა გონება ზეციდან დაეშვება. ხელსაქმე უბრალო უნდა იყოს, რომ ხელები მიეჩვივნონ თავისთავად მუშაობას და გონების დახმარებას არ საჭიროებდნენ. თუ ხელსაქმე ხმაურს წარმოშობს, მაშინ ფრიად

დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ხელსაქმეზე მთელი ჩვენი სხეულებრივი ძალები არ დავხარჯოთ, თორემ ვეღარ შევძლებთ სულიერი ვალდებულებების შესრულებას, ან შევასრულებთ მათ წადიერების გარეშე და იმის ცქერაში ვიქნებით, როდის გამოჩნდება სკვნილზე ჯვარი, რომ მეტანიები დავასრულოთ, მაშინ როდესაც მეტანიები ყველა სხვა სულიერ ვარჯიშებზე უფრო სასარგებლოა. დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ხელსაქმეზე

ვინც უძლურია და სხეულით ვერ მოსაგრეობს, სულიერად შეუძლია იმოღვაწეოს – მღვიძარებითა და განუწყვეტელი ლოცვით, რათა აღმოიფხვრას სულიერი მანკიერებანი; ასევე შეუძლია გამუდმებით იფიქროს უფლის წმინდა ვნებებზე, რათა მათი წყალობით საკუთარი უძლურება ტკბობად მოეჩვენოს; შეუძლია, აგრეთვე, უძლურების დათმენით ღმერთი ადიდოს და მოწამეობრივი გვირგვინი მოიხვეჭოს. ვინც უძლურია და სხეულით ვერ მოსაგრეობს

ვინც სულიერად ცხოვრობს, მაგრამ ისე, როგორც ერში ცხოვრობენ, ანუ ყოველთვის პასექი აქვს და არ გადის ჯერ დიდმარხვასა და ჯვარცმას, ვერ შეძლებს სულიერად აღდგეს და ქრისტე შეიყვაროს, რადგან არ უცდია, რომ ქრისტეს ტანჯვა განეცადა – რომელიც მან ჩვენი ხსნისათვის დაითმინა – და შემდეგ დამტკბარიყო ქრისტეს სიყვარულით, მთლიანად შთანთქმულიყო ზეცაში და საღმრთო სიყვარულით სულიერი გონგადასულობისათვის მიეღწია. ვინც სულიერად ცხოვრობს, მაგრამ ისე, როგორც

მონოზონის ბუნებრივი გზაა – თავდაპირველად წინამძღვრისადმი დამორჩილება, სწავლების გავლა და მოღვაწეობა დიდი სიმდაბლით, რომელიც კეთილკრძალულებით უნდა გამოითხოვოს ღვთისაგან. ამგვარად ადის მონოზონი თანდათან გოლგოთაზე, ჯვარს ეცმევა, შემდეგ კი სულიერად აღდგება და ანგელოზებრივი სიხარულით ხარობს – მათ დარად აღავლენს ღმერთის ქება-დიდებას. მონოზონის ბუნებრივი გზაა – თავდაპირველად

როცა ადამიანი სულიერად ჯანსაღია და სხვებს განეშორება იმისათვის, რომ მეტად დაეხმაროს თავისი ლოცვით, მაშინ იგი ყველას წმინდანად მიიჩნევს, საკუთარ თავს კი – ცოდვილად. როცა ადამიანი სულიერად ჯანსაღია და სხვებს

როცა საკუთარ თავს სულიერად მომაკვდავს დავინახავთ, ხოლო გულს გაყინულს, საჭიროა რომელიმე მოღვაწის მონახულება, რომ გამოვცოცხლდეთ; ასევე – ვინმე ავადმყოფის, რომ ჩვენს გულს თანაგრძნობა ვაიძულოთ, დავეხმაროთ სიყვარულით, გავთბეთ მისი წყალობით და გავლღვეთ. როცა საკუთარ თავს სულიერად მომაკვდავს

მოღვაწეობის გარეშე ადამიანი ერთ ადგილზე ჩერდება ან ძალიან ნელა მიიწევს წინ, მაგრამ თუკი დიდი სიმდაბლე მაინც გვექნება, მაშინ ღვთიური ხელი ზეცაზე უსასყიდლოდ აგვიყვანს. მაგრამ თუ ჩვენ – ღმერთო, დაგვიფარე! – სიმდაბლეც კი არ გაგვაჩნია, მაშინ ქვევით დავეშვებით. მოღვაწეობის გარეშე ადამიანი ერთ ადგილზე

მრავალრიცხოვანი მუხლდრეკები ახალდამწყებთ არაბუნებრივ, დიდ მუცლებს უქრობს და ისეთი ძალით ეხმარება სათნოებათა სულიერ სიმაღლეზე ასვლაში, თითქოს ისინი მსუბუქად და ქოშინის გარეშე მთის მწვერვალებზე ასულიყვნენ. მრავალრიცხოვანი მუხლდრეკები ახალდამწყებთ

სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები

2