თემა: ტაძარი, ღვთისმსახურება
ნურასოდეს გამოხვალ ტაძრიდან მსახურების დასრულებამდე.
ერთ კეთილ, მაგრამ ღარიბ ადამიანს ვაჟიშვილი ჰყავდა. საუბედუროდ, მათ მხარეში შიმშილობის ჟამი დადგა. როდესაც ამ ადამიანმა დაინახა, რომ თვითონ, მისი ცოლი და შვილი შიმშილისგან ღონეგამოცლილნი იყვნენ, თქვა:
-საყვარელო შვილო, ნება მომეცი, გაგყიდო; მტანჯველია შენთან განშორება, მაგრამ მხოლოდ ამ საშუალებით შეგვიძლია მეც და შენც თავი დავაღწიოთ შიმშილით სიკვდილს.
-მოიქეცი ისე, როგორც გინდა, მამა, - უპასუხა შვილმა, - მე სიამოვნებით დაგემორჩილები.
-მაგრამ, შვილო ჩემო, - უთხრა მამამ, - გახსოვდეს რჩევა, რომელსაც მე მოგცემ: ყოველთვის იარე ეკლესიაში და ნურასოდეს გამოხვალ იქიდან წირვის დასრულებამდე.
ამის შემდეგ მან წაიყვანა შვილი და ერთ დიდებულს მიჰყიდა. შვილი კი, თავის მხრივ, არასოდეს არღვევდა მამისთვის მიცემულ პირობას. იგი კეთილად ემსახურებოდა თავის ბატონს და მუდამ დადიოდა ეკლესიაში.
მაგრამ სათნოება განუწყვეტლივ გამოიცდება განსაცდელით. რაღაც სამწუხარო შემთხვევის გამო ყმაწვილს ქალბატონი განურისხდა და მასზე შურისძიება გადაწყვიტა. მას ყველანაირად უწყობდა ხელს ერთი ახალგაზრდა მსახური. შურისმაძიებელმა ქალმა გადაწყვიტა, დაეღუპა უდანაშაულო ახალგაზრდა.
-ამ ახლადნაყიდ მონას, - შეშინებული სახით უთხრა მან ერთხელ თავის ქმარს, - ბოროტი აზრები აქვს შენს მიმართ.
ასეთი შემთხვევისთვის დამახასიათებელი ეშმაკობით ისე დაარწმუნა იგი, რომ მან არც გამოიძია საქმე და დაეთანხმა, ერთგული მსახური სიკვდილით დაესაჯათ.
იმავე დღეს, მან მოინახულა მოსამართლე და უთხრა:
-მე გამოგიგზავნი ერთ ჩემს მსახურს მოსასხამით, შენ კი მას თავი მოჰკვეთე, გაახვიე მოსასხამში და გამოატანე მას, ვისაც მის შემდეგ გამოვგზავნი.
ამავე დროს, არცერთი მათგანის სახელი არ დაასახელა.
ამრიგად, კეთილი ახალგაზრდა ისე გაემართა სასიკვდილოდ, რომ თვითონ ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. გზად მან დაინახა, რომ ერთ ტაძარში მსახურება აღესრულებოდა. მას მამის შეგონება გაახსენდა და მსახურების დასრულებამდე იქ დარჩა.
ამ დროს ქალბატონის მოთმინება ამოიწურა, რომ ასე დიდხანს აყოვნებდნენ მისი სისხლის დაღვრას და მსაჯულთან თავისი საყვარელი მსახური გაგზავნა, რათა გაერკვია პასუხი იმისა, რისთვისაც გაგზავნეს ახლადნაყიდი მონა. დამბეზღებელმა გზად მსახურების ხმა გაიგო და ისიც შეჩერდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობის გამო. ახალგაზრდამ დაინახა იგი და ჰკითხა, თუ სად მიდიოდა. პასუხად მიიღო, რომ მსაჯულისგან უნდა მიეღო იმის პასუხი, რისთვისაც ის გააგზავნეს. მაშინ ღვთისმოყვარე ახალგაზრდამ სთხოვა, გაეცვალათ დავალებები, რადგან მას ძლიერ სურდა მსახურების მოსმენა; გაატანა მას მოსასხამი, თვითონ კი პასუხის მოსატანად მისვლას შეჰპირდა. ახალგაზრდამ აიღო მოსასხამი და წავიდა, მისვლისთანავე კი მას თავი მოჰკვეთეს.
ღვთისმსახურება დასრულდა თუ არა, ახალგაზრდა მონა, შეთანხმებისამებრ, მსაჯულისკენ გაემართა. აქ მას რაღაც გახვეული გადასცეს, მას კი ცნობისმოყვარეობა არც გამოუჩენია, რა იდო შიგნით, ისე მიიტანა იგი სახლში. ბატონი და ქალბატონი ძლიერ გაოცდნენ, როდესაც ცოცხალი დაინახეს ის, ვინც სასიკვდილოდ გაგზავნეს. ისინი შიშისგან გაქვავდნენ, როდესაც მოსასხამში საყვარელი მსახურის თავი დაინახეს, რომელიც უდანაშაულო ახალგაზრდას მოჭრილი თავის მოსატანად გაგზავნეს.
შემდეგ გამოჰკითხეს, როგორ მოხდა ყოველივე. ყველაფრის ზედმიწევნით მოსმენის შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ ამაში ღვთის ხელი ერია. მეუღლეებმა ერთის დადანაშაულებასა და მეორის უდანაშაულო სიკვდილში საკუთარი გაუფრთხილებლობა დაინახეს; ავმა ქალბატონმა კი ამ ყოველივეში ღვთის მართლმსაჯულება შეიცნო და სინანულით შეპყრობილმა ახალგაზრდა მონის დევნა შეწყვიტა.
ტაძარი არის ზეცა მიწაზე, სადაც უხილავად მყოფობს თავად უფალი. ქრისტიანებო! მოდით ტაძარში, როგორც ქარიშხლისა და ცხოვრებისეული მწუხარებებისგან დასაცავ წყნარ თავშესაფარში: იქ "ითხოვდით და მოგეცეს თქვენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოს თქვენ" (მათე 7, 7)