თემა: სიმდიდრე,  მოწყალება


სიმდიდრის სიძულვილი.

წმიდა ქალწული ოლიმპიადა, სახელოვანი და მდიდარი მშობლების შვილი და იმპერატორ თეოდოსი დიდის ნათესავი, ახალგაზრდობაში დანიშნული იყო ცნობილი დიდებულის შვილზე, ნევრედიზე. მაგრამ მისი საქმრო ჯერ კიდევ ქორწინებამდე გარდაიცვალა; ამიტომ ოლიმპიადა ქალწულად დარჩა და გადაწყვიტა დარჩენილი ცხოვრება ასეც გაეტარებინა. სულ მალე მისი მშობლებიც გარდაიცვალნენ და ოლიმპიადა ურიცხვი ქონების მემკვიდრე გახდა. მან ყოველივე უფალს შესწირა მსხვერპლად; აძლევდა მონასტრებს, მეუდაბნოეებს, ღატაკებსა და ავადმყოფებს, მომლოცველებსა და გაკოტრებულებს, ქვრივებსა და ობლებს - მას ყველა დედად მიიჩნევდა და მისი სახლიდან არასოდეს არავინ გამოდიოდა ხელცარიელი.
    ამასობაში თეოდოსი დიდმა, რომელიც მის სილამაზესა და კეთილშობილებას ხედავდა, გადაწყვიტა, იგი ერთ თავის ახლობელზე, ელპიდეზე გაეთხოვებინა, მაგრამ ოლიმპიადას ეს არ სურდა. მეფემ არა ერთხელ გაუგზავნა თავისი დიდებულები, ურჩევდა და უმტკიცებდა, რომ უარი არ ეთქვა ბედნიერებაზე - ცნობილი კაცის მეუღლე ყოფილიყო; მაგრამ იგი მუდამ პასუხობდა:
    -ჩემი გათხოვება უფლის ნება რომ ყოფილიყო, პირველ საქმროს არ წამართმევდა. ბოლოს თეოდოსი განრისხდა და ბრძანა, მთელი მისი სამფლობელო მის მეურვეობაში გადასულიყო, სანამ ოლიმპიადას 30 წელი არ შეუსრულდებოდა. შესაძლოა ამ აზრამდე იგი იმან მიიყვანა, რომ ამდენი მოწყალების გაღების შემდეგ იძულებული გახდებოდა, თვითონ ეთხოვა მოწყალება.
    ოლიმპიადას აეკრძალა მოძღვრებთან შეხვედრა და ეკლესიაში სიარული. ამ ყოველივეს გამო წმიდა ქალწული მადლობდა ღმერთს, მეფეს კი მისწერა:
    -შენ მართლაც რომ მეფური მოწყალება გაიღე ჩემზე, როცა სხვას მიანდე, შეენახა ტვირთი - ჩემი სიმდიდრე; ადრე მე ძალიან ბევრს ვზრუვანდი, ახლა კი მშვიდად ვარ. ო, ხელმწიფეო! უფრო მეტად მადლობელი დაგრჩები, თუ ნებას მომცემ, ყველაფერი ეკლესიებსა და ღატაკებს დავურიგო. ამით მე საშუალება მომეცემა, კეთილისმყოფელის ფუჭ დიდებას; თავს ავარიდებ გაუთვალისწინებელ შეცდომებს, განა ცოტა რამ შეიძლება მოხდეს ამ წუთისოფელში?
    წერილის წაკითხვის შემდგომ მეფე გააოცა ოლიმპიადას გულმა და გონებამ და ნება მისცა, თვითონვე განეგო თავისი ქონება. მან თქვა:
    -ასეთმა ქველმოქმედმა და ღთივსათნო ქალწულმა უკეთ იცის, როგორ განაგოს ამქვეყნიური ქონება.
    მალე ოლიმპიადა დიაკონისას ხარისხში აიყვანეს; მან სრულებით მიატოვა ამქვეყნიური ცხოვრება და სიკვდილამდე ემსახურებოდა ჭეშმარიტ ღმერთს.
    ვაი მათ, ვინც ხელს შეგვიშლის ცხოვნების გზაზე! წმიდა ოლიმპიადას იმხელა გამბედაობა ჰქონდა, რომ წინ აღუდგა ალერსსაც და მუქარასაც. მაგრამ ყოველ ადამიანს როდი აქვს ამ წმიდა ქალწულისმაგვარი გული; ყველას როდი შეუძლია განსაცდელს გაუძლოს
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები