თემა: სიყვარული მოყვასისადმი,  ლოცვა


თავისი სამშობლოსათვის შუამდგომელი მოსაგრე.

იუსტინიანე დიდის მეფობის დროს აჯანყებული სამარელები ერთ-ერთი მდიდარი მოქალაქის, სახელად იულიანეს წინამძღოლობით პალესტინელ ქრისტიანებს დაესხნენ თავს, გადაწვეს ქალაქები და სოფლები, საფუძვლიანად დაანგრიეს ეკლესიები და საერთოდ, საშინელი სისხლისღვრა მოაწყვეს. იმპერატორმა ისინი მკაცრად დასაჯა, მაგრამ მოგვიანებით დაუჯერა ცილისწამებას ვინმე არსენისა (რომელიც აგრეთვე სამარელი გახლდათ და სასახლის კარზე შემთხვევითი ადამიანი იყო), თითქოსდა თვითონ პალესტინელი ქრისტიანები იყვნენ აჯანყების მიზეზნი; მეფემაც მათზე გადაიტანა თავისი რისხვა. მთელი პალესტინა უსიამოვნო შედეგების მოლოდინში იყო.
    მაშინ იერუსალიმის პატრიარქმა პეტრემ შესთავაზა საბა განწმენდილს, გამგზავრებულიყო კონსტანტინეპოლში, რათა გადაერწმუნებინა იმპერატორი იუსტინიანე. ოთხმოცდაათი წლის ბერმა თავის სიმშვიდეს სამშობლოს კეთილდღეობა ამჯობინა და სიხარულით იტვირთა მგზავრობის სიძნელე. მეფემ იგი ისეთი პატივით მიიღო, რომლის ღირსნიც მხოლოდ წმიდა ადამიანები არიან; საბამაც აღასრულა თავისი საქმე ისე, როგორც ეს ქრისტიანებს სურდათ. იუსტინიანე არა მხოლოდ გაერკვა ცდომილებაში, არამედ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ცილისმწამებელს, და ეს აღსრულდებოდა კიდეც, წმიდა საბას რომ არ ეშუამდგომლა მეფის წინაშე. როდესაც წმიდა ბერმა უკან გაბრუნება დააპირა, იმპერატორმა მოისურვა, მისთვის ყველანაირი წყალობა გაეღო: მან ბრძანა, სახელმწიფო ხაზინიდან დიდი თანხა გაეღოთ მისი სავანის გაფართოების, გამშვენებისა და აღორძინებისთვის. მაგრამ ბრძენ მოსაგრეს თავისთვის და თავისი ძმებისთვის სიმდიდრე როდი სურდა, არამედ ქრისტიანების და თავისი თანამემემულეებისთვის სარგებლობის მოტანა. მან მადლობა გადაუხადა მეფეს გულუხვობისთვის და მოკრძალებით სთხოვა, რამდენიმე წლის განმავლობაში ნუ აიღებდა პალესტინიდან ხარკს, რათა სამარელთა ამბოხებისგან დაზარალებულ მოსახლეობას მდგომარეობის გამოსწორება შესძლებოდა; მან ითხოვა აგრეთვე, მოეწყო იერუსალიმში სასტუმრო სახლი ქრისტიანებისთვის, რომლებიც შორიდან ჩამოდიოდნენ მაცხოვრის საფლავზე, მოეწყოთ საავადმყოფო უპოვართათვის და დაენიშნათ გამოცდილი ექიმები, აეშენებინათ ციხე-სიმაგრეები ბარბაროსი ხალხების მხარეს და დამცველი მეომრებით შეეიარაღებინათ.
    -ამ სიკეთისათვის, - წინასწარმეტყველურად უთხრა მან იოანეს, - თვითონ ღმერთი მოგივლენს წყალობას და დაგეხმარება, შენს სამეფოს შემოუერთო ის ქვეყნები, რომლებიც წინამორბედმა ხელმწიფეებმა დაკარგეს.
    იმპერატორი უყოყმანოდ დაეთანხმა ყველაფერზე. მაშინ მან მისცა ბრძანება სახელმწიფო ხაზინადარს და სხვა ჩინოვნიკებს, რათა გაეცათ განკარგულება ღვთის კაცის, საბას თხოვნის შესაბამისად, რომელმაც უკან დაიხია და ლოცვა დაიწყო. რომელმაც უკან დაიხია და ლოცვა დაიწყო. ამით გაოცებულმა ერთ-ერთმა მისმა თანამგზავრმა თითქოსდა ყვედრებით უთხრა მას:
    -მამაო! ხელმწიფე ამდენს ზრუნავს შენს სათხოვარზე, შენ კი უცხო ადამიანივით სხვა საქმით ხარ დაკავებული.
    -შვილო! - მიუგო საბამ, - ისინი თავიანთი საქმით არიან დაკავებულნი, რათა წყალობა გაიღონ ადამიანებზე, ჩვენ კი ჩვენი საქმით უნდა ვიყოთ დაკავებულნი, რათა მათთვის ზეციური წყალობა გამოვითხოვოთ.
    წმიდა საბას ლოცვა ღმერთმა უყურადღებოდ როდი დატოვა. კეთილისმყოფელ იუსტინიანეს მალე სიამოვნებით მოუხდა წინასწარმეტყველების აღსრულების ხილვა. მისმა მხედართმთავრებმა დაიბრუნეს იმპერიის კუთვნილება: ბალიზარმა დაანგრია ვანდალების სახელმწიფო აფრიკაში, ნერზესმა კი - გოთების სამეფო ესპანეთში
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები