image

თემა: ცოდვა,  ჩვევები,  ჩვეულებები

შევხედოთ, როგორ გადავდივართ მცირე ცოდვებიდან დიდზე. ჩვენ უმნიშვნელოდ გვეჩვენება, როდესაც გაუფრთხილებლად ვათვალიერებთ მშვენიერ სახეს, მაგრამ მოდით დავაკვირდეთ, თუ რომელ ცოდვებთან მიგვიყვანს ეს. სილამაზის თვალიერება საშუალებას აძლევს უწმინდურ ფიქრებს სრულად მოგვიცვან, ისინი ჩვენს აზრებს იპყრობენ, შემდეგ უკვე იმის მისწრაფებაც გვიჩნდება, რომ მივწვდეთ ტკბობას, შემდეგ ცოდვის საქმით აღსრულებას ვიწყებთ, რამდენიმეგზის გამეორება ცოდვას ჩვევაში გადაზრდის, ჩვევა ჩვეულებაში გადადის და ბოლოს აუცილებლობად ყალიბდება. ასეთი მდგომარეობა სასოწარკვეთილებას ბადებს, რასაც მარადიული სიკვდილი მოაქვს.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები