image

თემა: ათეიზმი ურწმუნოება,  კამათი,  კეთილი საქმეები,  მრისხანება,  მაგალითი ადამიანებისა

ძნელია დავა ურწმუნო ადამიანთან, ძნელია ელაპარაკო შეშლილს, დაარწმუნო გაბოროტებული, რადგან ვერაფერს შეასმენ. მის დარწმუნებას უფრო საქმით შეძლებ. ვინც გედავება, მას სიკეთე მიაგე და ამით სძლევ. ურწმუნოება, შეშლილობა და გაბოროტება უმეცრების შედეგია. კეთილი საქმე ყოველივე ამას ლაგამს ამოსდებს. თუ ურწმუნოს მისთვის ჩვეული აგრესიით დაუპირისპირდები, მის აღვირახსნილობას უფრო მეტად შეუწყობ ხელს. ურწმუნოს უფრო უბნელდება გონება, რაც უფრო ხმამაღლა მიმართავ. თუ გაბოროტებულის მრისხანებით დარწმუნებას ცდილობ, მის სიძულვილს უფრო მეტად აღაგზნებ. კეთილი სიტყვა მრისხანების ხანძარს წყალივით ჩააქრობს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები