
ავტორი:
ილია II
თემა: განსაცდელები, სასოწარკვეთილება
ნუ შეგვაშფოთებს და სასოწარკვეთილებაში ნუ ჩაგვაგდებს დღევანდელი ჩვენი მძიმე ყოფა, რადგან ხშირად განსაცდელი მშვიდობისა და კეთილდღეობის წინამორბედია. გავიხსენოთ, როგორ შეცვალა სიხარულმა მაცხოვრის ჯვარცმით გამოწვეული მწუხარება, დამცირება დიდების საწინდრად იქცა, სიკვდილმა უკვდავებას დაუთმო გზა.