ავტორი:
ილია II
თემა: თანამდებობა, ამპარტავნება, მოწყალება
მოგმართავთ თქვენ, დაწესებულებათა ხელმძღვანელებო, ყველას, ვისაც გარკვეული თანამდებობა გიკავიათ, ნუ აიმაღლებთ თავს და იამპარტავნებთ სხვათა წინაშე თქვენი მდგომარეობით. რა იცით, რას გიმზადებთ ხვალინდელი დღე; იყავით მოწყალენი და შემბრალებელნი, შემწყნარებელნი გლახაკთა და დამცირებულთა და თქვენი სიკეთის სანაცვლოდ ღვთისგან დიდ მადლსა და სიხარულს მიიღებთ.