image

თემა: ცოდვა

როცა ძლიერია განსაცდელი, ცდუნება ცოდვის ჩადენისა, ცოცხლად შეიგრძენით და გაიაზრეთ, რა სასტიკად არისხებს ღმერთს ცოდვა, გაიხსენეთ, როგორ სძაგს მას ურჯულოება: "რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უშჯულოებაი, არა დაიმკვიდროს შენთანა უკეთურმან" - (ფს.5,5) და უფრო უკეთ რომ შევიგრძნოთ ეს, წარმოიდგინეთ სახე სამართლიანი, მკაცრი და მოსიყვარულე მამისა, რომელიც თავია იჯახისა და ცდილობს შვილები პატიოსან და კეთილზნეობრივ ადამიანებად აღზარდოს, რათა ისინი ამ სიკეთისთვისაც თავად მამა თავდაუზოგავად შრომობს და მის გასაჭირად ხედავს, რომ შვილები მამის ამ გაუგონარ სიყვარულს სიყვარულითვე არ პასუხობენ, აინუნშიაც კი არ აგდებენ მამის სიყვარულით ნაგროვებ მემკვიდრეობას, ყირამალა ცხოვრობენ, წარწყმედისაკენ მიექანებიან. თითოეული ცოდვა, არ დაგავიწყდეთ, სიკვდილია სულისა - "მერმე გულისთქუმაი იგი მიუდგის და შვის ცოდვაი და ცოდვაი იგი სრულ იქმნის და შვის სიკვდილი" - (იაკ.1,15) - იმიტომ, რომ ცოდვა სულს კლავს და ეშმაკის კაცისმკვლელის მონებად გვაქცევს და რამდენადაც ვამრავლებთ ცოდვებს, იმდენად ვართულებთ ჩვენს მოქცევას და მით უფრო უეჭველს ვხდით საკუთარ წარწყმედას. ჰოდა, გეშინოდეთ, მთელი გულით გეშინოდეთ ცოდვისა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები