
თემა: გული, ვნებები
იჩქარეთ, გულის სიღრმიდან ამოძირკვოთ ოდნავ ამოსული სარეველა, რათა ისინი არ გაიზარდონ და არ მოაშთონ ხორბალი. იჩქარეთ, მოსპოთ გველის კვერცხი, ვიდრე დაიბადებოდეს შხამიანი და მომაკვდინებელი გველი. იჩქარეთ, ამოძირკვოთ შინაგანი სამსხვერპლოდან ვნებიანი აზრისა და ხორციელი სურვილის კერპი, ვიდრე იგი მომაკვდინებელ მსხვერპლს მოითხოვდეს.