ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
ხელქვეითთა მიმართ მოწყალებისათვის.
ხელქვეითებთან ურთიერთობაში მოწყალება გამოიჩინე, ეცადე წყლულები კი არ მიაყენო, შრომა შეუბსუბუქო. ასვი, აჭამე, სამართლიანად მოექეცი. ღმერთი უთმენს, ღმერთმა იცის - იქნებ კიდევ დიდხანს მოუთმინოს. შენ კი ასე მოიქეცი: თუ ღმერთი პატიობს, შენც აპატიე. სულის მშვიდობა შეინარჩუნე, რათა ოჯახში ჩხუბი არ იყოს - მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ისააკი, აბრაამის ძე, არავისზე წყრებოდა, ჭებს მიწით რომ უვსებდნენ, არამედ განზე დგებოდა; მერე კი, როდესაც უფალმა ქერის ასმაგი მოსავლით აკურთხა, იგივე ხალხი ევედრებოდა, სტუმრად გვეწვიე