image

თემა: განსაცდელები,  სიწმინდე,  უბედურება,  უფალი იესო ქრისტე

ოქრომჭედელი ძვირფას მეტალს რომ ცეცხლში ჩააგდებს, განა იქ დარჩება და დაავიწყდება? არა, იგი მეტისმეტად უფრთხილდება და ეძვირფასება. იგი ზის ქურასთან და უცდის, ყურადღებით აკვირდება მეტალს და როცა საკუთარ ანარეკლს შენიშნავს დამდნარ ოქროში, დაასკვნის, რომ გამოცდა დასრულებულია და ცეცხლს აქრობს. სწორედ ასევე მაცხოვარი ფხიზლობს უბედურებათა ქურასთან, რომელშიც ქრისტიანები უნდა განიწმიდონ, ფუჭად არ უშვებს უმცირეს ტანჯვასაც კი და მხოლოდ უცდის, რომ მისი ხატება გამოისახოს მათ გულებში. და მისი ძეები გამოდიან იქიდან, როგორც "შვიდწილ" განწმედილი ოქრო.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები