თემა: მოწყალება,  სიყვარული გლახაკთა მიმართ,  უფალი იესო ქრისტე


წმიდა მარტინე მოწყალე.

წმიდა მარტინე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოუნათლავი ყრმა გახლდათ, იმდენად მოწყალე და გლახაკთა შემწყნარებელი იყო, რომ მათთვის არაფერს იშურებდა, რაც კი ებადა. ერთხელ იგი გზად გლახაკს შეხვდა, მაგრამ ვერაფრით ეხმარებოდა, რადგან სამოსლისა და პატარა დანის გარდა არაფერი შერჩენოდა. ის გამვლელებს ევედრებოდა, მოწყალება გაეღოთ, მაგრამ არავინ უსმენდა. მაშინ მარტინიმ თავისი სამოსელი აიღო, დანით შუაზე გაჭრა, ერთით გლახაკი შემოსა, მეორე კი თვითონ შემოიხვია.
    მაშინ მან იხილა ქრისტე, რომელიც სამოსლის იმ ნახევრით იყო შემოსილი, რომლითაც მან გლახაკს სიშიშვლე დაუფარა. უფალმა მას უთხრა:
    -შენ, რომელსაც ჯერ არ მიგიღია ჩემი ნათელი, მიბოძე ეს სამოსელი; მე შეგმოსავ დიდების კვართით, რათა მთელი ქვეყნიერების წინაშე ბრწყინავდე.
    ამის შემდეგ მარტინი მალევე მოინათლა, ხოლო ხმა მის მოწყალებაზე მთელ ქვეყანას მოედო
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები