თემა: ანგელოზი, სასწაულები, სინანული, გლოვა ცოდვებისათვის
სინანულის ცრემლები.
XII ს-ის პირველ წლებში კიევო-პეჩორის ლავრაში ორი ბერი მოღვაწეობდა - იოანე და თეოფილე. ბავშვობის წლებიდან მათ მტკიცე მეგობრობა აკავშირებდათ. მონასტრის ყველა მცხოვრებისთვის ისინი ძმური სიყვარულის ყოველდღიური მაგალითი იყვნენ. მათ კუბოშიც არ სურდათ ერთმანეთთან განშორება და გამოქვაბულში ძმათა საფლავის მთხრელ მარკოზს სთხოვეს, მათ დასაკრძალად საერთო ადგილი მოემზადებინა.
ისე მოხდა, რომ თეოფილე მონასტერში არ იყო. ამ დროს იოანე ავად გახდა და სული უფალს მიაბარა. დაბრუნებულმა თეოფილემ მწარედ დაიტირა სულიერი ძმის გარდაცვალება, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ იოანე საძმო საფლავის, პირველ ადგილზე იწვა, აღშფოთდა.
-მარკოზ, გააპროტესტა თეოფილემ, - აქ რატომ დაასვენე? პირველ ადგილას მე უნდა ვყოფილიყავი, როგორც ასაკით უფროსი!
თავმდაბალმა და მოკრძალებულმა მარკოზმა შენდობა სთხოვა განრისხებულ შაოსანს, მიცვალებულს მიუბრუნდა და წყნარად უთხრა:
-ადექი ძმაო და უფროსს დაუთმე ადგილი!
და ჰოი, სასწაული, გამოქვაბულში მყოფმა ყველა ძმამ შიშით უმზირა, როგორ ადგა გარდაცვლილი და მეორე ადგილას გადაწვა. თეოფილე მეყსეულად მოეგო გონს. მან მწარედ შეინანა და შენდობა სთხოვა მამა მარკოზს, რაზეც ღვთის მოსაგრემ მიუგო:
-შენთვის უმჯობესი იქნებოდა, თეოფილე, რომ აქედან აღარ გახვიდე და დაწვე იმ ადგილას, რომელიც შურით მოითხოვე, მაგრამ ჯერ მზად არ ხარ, წადი და იბრძოლე ცხონებისთვის, რამეთუ მცირეოდენი ხნის შემდეგ შენც სამუდამოდ იქ მიხვალ.
გავიდა რამდენიმე წელი. მკაცრი მარხვისა და განუწყვეტელი სიფხიზლისგან თეოფილეს სხეული გამოეფიტა; განუწყვეტელი ტირილისგან მხედველობა დაკარგა. ამ დროს გარდაიცვალა ბერი მარკოზიც. მაშინ თეოფილემ კიდევ უფრო გააძლიერა მარხვა და გლოვა. იგი თიხის დიდ ფიალას იდგამდა წინ და მასში ტიროდა.
გარკვეული დროის შემდეგ იგი მთლიანად გაივსო ცრემლით, რის შემდეგაც ბერს კვლავ დაუბრუნდა მხედველობა. ლოცვის დროს ბერმა თეთრი ანგელოზი იხილა, რომელმაც უთხრა:
-ამ ფიალაში შენს მიერ დაღვრილი ყველა ცრემლი როდია, ნაწილი მე მოვაგროვე, როდესაც ლოცვის დროს შენს გვერდით ვიდექი; ეს ის ცრემლებია, რომლებსაც ხელითა და კაბით იწმენდდი, აი, ისინი ჩემს გრაფინშია. უფალმა გამომგზავნა, რათა სულ მალე მოსალოდნელი აღსასრული გახარო, შენ დატოვებ ამ სოფელს, და წახვალ მასთან, ვინც ბრძანა: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ" (მათე 5, 4).
ამ სიტყვებით ანგელოზმა თეოფილეს ფეხებთან დიდი ქილა დადგა, რომლიდანაც საოცარი კეთილსურნელება ამოდიოდა და გაქრა.
სულ მალე თეოფილეს სული ზეცაში ავიდა. შაოსანმა მღვდელმსახურებმა მისი სხეული მამა იოანეს გვერდით დაასვენეს. მოსაგრის უკანასკნელი ნების შესაბამისად. იღუმენმა ანგელოზის ქილიდან მისი შიგთავსი გარდაცვლილის სხეულზე გადმოასხა, რისგანაც გამოქვაბული გამოუთქმელი კეთილსურნელებით აივსო. ამის შემდეგ მას თავისი ფიალაც გადაასხეს - ცრემლები, რომლითაც თავისი სულის ფესვებს ასაზრდოებდა, რათა მასზე ზეციური ნეტარების ხე დაერგო