image

თემა: განსაცდელები

795. ღვთის წმინდა ეკლესიაში წარმოქმნილი არეულობის დროს, როდესაც ელოდნენ, რომ მეფის ბრძანებით ზოგიერთ ისეთ პირს დაასხამდნენ ხელს, რომელსაც ეკლესიასთან საერთო არაფერი ჰქონდა და დევნა დაიწყებოდა, ზოგიერთმა ქრისტესმოყვარე ადამიანმა იმავე ბერს ჰკითხა: ჩვენ თვითონ ხომ არ განვერიდოთ და გადავმალოთ ჩვენი საკუთრება?
მან კი უპასუხა: არის კი ვინმე ღმერთზე ძლიერი? როდესაც ჩვენ ღვთის ხელთა ვართ და დავითთან ერთად ვგალობთ: „ხელთა შენთა შევვედრო სული ჩემი“ (ფსალ. 30, 6), მაშინ რატომ გვეშინია? განა ღმერთმა არ წარმოთქვა, დაინგრევა ქალაქი ნინევიაო? (ინ. 3, 4). მაგრამ დაანგრია? - არა, არამედ ნინეველთა სინანულის გამო შეიბრალა. ამიტომ ჩვენც ღვთის წინაშე შევინანოთ და ის ყველაფერს მშვიდობიანად მოაგვარებს. და კიდევ: ნუთუ ეს მიწიერი მეფე ნაბუქოდონოსორზე ძლიერია? მაგრამ დანიელმა და სამმა ჭაბუკმა ზეციურ მეფეს, - ღმერთს სთხოვეს და მან დაუმორჩილა მათ ბაბილონის მეფე. თქვენი შეკითხვიდან კი ჩანს, რომ ორმაგი ბრძოლა გაქვთ: შიშის და ვერცხლისმოყვარეობის. ჩვენ ღვთის ხელში ვართ და მას აქვს ძალა, რომ ჩვენზე თავის ნება აღასრულოს; ამიტომ ნუ გაიქცევით და არაფერი გადამალოთ თქვენი საკუთრებიდან.
796. კვლავ მათ ისევ ჰკითხეს იმავე ბერს: მაშინ რატომ წერია: „რაჟამს გდევნიდნენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად“ (მათე 10, 23)?
მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვდევნიან.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები